ემირე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ემირე''' (''ნოღ. Эмире'') – უხილავი დემონური სული ნოღაური ...) |
მიმდინარე ცვლილება 13:10, 18 დეკემბერი 2018 მდგომარეობით
ემირე (ნოღ. Эмире) – უხილავი დემონური სული ნოღაური რწმენა-წარმოდგენების მიხედვით (რ. კერეიტოვი). ადრე გაზაფხულზე ცოცხლდება რა მიწაში, დგება და ცისკენ მიიწევს და გზაგაგზა ჰაერს ათბობს; დაბლა დაშვებისას კი ყინულს ალღობს და კვლავ მიწაში ჩადის. ხალხის რწმენით, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება საგაზაფხულო სამიწათმოქმედო სამუშაოების დაწყება, საძოვარზე საქონლის მიშვება.
ა. იარლიკაპოვის თანახმად, „ემირე ნოღაური მითოლოგიის უნიკალური სახეა, რომელსაც არც ჩრდილოეთ კავკასიის და არც შუა აზიის ხალხების რწმენა-წარმოდგენებში ანალოგი არ ეძებნება. მასში ნაყოფიერების ღვთაების, მოკვდავი და აღდგენადი ღმერთის ზოგიერთი ნიშანი იკვეთება“. ნოღაელი მწერალი ს. კაპაევი კი მიიჩნევს, რომ „ემირე ციური მოვლენაა“.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- Керейтов Р. Х. Мифологические персонажи веровании ногайцев // Советская этнография. 1980. № 1;
- Ярлыкапов А. А. Ислам у степных ногайцев в XX веке. М., 1999;
- Керейтов Р. Ногайцы. Особенности этнической истории и бытовой культуры. Черкесск, 2009;
- Капаев И. Ногайские мифы, легенды и поверья. Опыт мифологического словаря. М., 2012.