Veronica multifida L
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: Veronica multifida L. '''Veronica multifida L.''' – ოჯახი: შავწამალ...) |
14:00, 18 დეკემბერი 2018-ის ვერსია
Veronica multifida L. – ოჯახი: შავწამალასებრნი (Scorphulariaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, შიშველი ან ოდნავ შებუსული, სიმაღლე – 15-50 სმ. ღერო მარტივია ან დატოტვილი, შეფოთლილი. ფოთლები მჯდომარეა, თითქმის ღერომხვევი, ფართო ან მოგრძო-ლანცეტა, კიდეებზე დაკბილული ან კიდემთლიანი. ყვავილედი მრავალყვავილიანია, იღლიური მტევანი. გვირგვინი მკრთალი ცისფერია ან მოვარდისფრო იისფერი. ყვ. ნაყ. IV-IX. მცენარე გავრცელებულია ტენიან ადგილებში, არხების, რუებისა და გუბურების ნაპირებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან. გავრცელებულია მთელ საქართველოში.