ერთე-ემილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ერთე-ემილ-ი''' (''ვაინ. Эрте-Эмиль'') – ვაინახურ ნართულ თქმულებათა ე...)
 

მიმდინარე ცვლილება 16:21, 18 დეკემბერი 2018 მდგომარეობით

ერთე-ემილ-ი (ვაინ. Эрте-Эмиль) – ვაინახურ ნართულ თქმულებათა ეპიზდური პერსონაჟი ქალი, შვიდი ვაჟის დედა. მისმა ვაჟებმა საოცარი სიმაღლის კოშკი აიშენეს და საიდანღაც უკვდავების წყალიც მოიპოვეს, რათა მკვდართა აღდგომამდე ეცხოვრათ. ერთხელ ძმებმა წყალი კოშკში დამალეს, თავად კი მეგობრების მოსაწვევად გასწიეს, რათა ისინიც უკვდავნი გაეხადათ. მათი არყოფნის ჟამს ერთე-ემილმა შემთხვევით წყალი იპოვა, ცოტაოდენი დალია, ხოლო დარჩენილი სარეცხად გამოიყენა. ამით განაწყენებულმა შვილებმა დედასთან ცხოვრება არ ისურვეს, სახლიდან წავიდნენ და სამუდამოდ გადაიკარგნენ.

გადმოცემა მოგვითხრობს, რომ ერთე-ემილი, მამალთან და ცხვართან ერთად, ქვეყნიერების კუთხე-კუნჭულში დადის და ყველგან თავის ვაჟებს დაეძებს; ასე იქნება მკვდრების აღდგომამდე. მამლითა და ცხვრით მოხეტიალე „უკვდავი დედის“ სახე ნართ-ორსთხოელთა მიერ ქალიშვილებთან ერთად დევნილი დედის სახეს ეხმიანება. თქმულების („ორი ქალიშვილი, დედა და სესქა სოლსა“) თანახმად, დაქოი-ქორთის მწვერვალზე, სადაც დედა-შვილებმა თავი შეაფარეს, ხშირად მოისმის მამლის ყივილი.


[რედაქტირება] ლიტერატურა

Далгат У. Б. Героический эпос чеченцев и ингушей. Исследования и тексты. М., 1972.


[რედაქტირება] წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები