ჟელბიდირი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
− | + | [[კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები]] | |
[[კატეგორია:ბალყარულ-ყარაჩული მითები]] | [[კატეგორია:ბალყარულ-ყარაჩული მითები]] |
მიმდინარე ცვლილება 15:13, 19 დეკემბერი 2018 მდგომარეობით
ჟელბიდირ-ი (ბალ.-ყარაჩ. Желбыдыр – „გაქარული სტომაქი“) – ბალყარულ-ყარაჩული ნართული ეპოსის დევი, ქარის ღმერთის ვაჟი, ცხოვრობს მთების სიღრმეში; მტრობს ნართებს: თოთურის თვეში იგი ქარის ღმერთს ქარს სთხოვს, ხოლო აფსათს – ნადირს. ქარის ღმერთისგან იგი იღებს ჯადოსნურ რუმბებს, რომლებითაც ქარბუქს იწვევს და ანგრევს ნართების სახლებს, ანადგურებს დამწიფებულ ყანებსა და ნოყიერ ნიადაგს, რის გამოც შიმშილობის ჟამი დგება. თუ აფსათმა მშიერ ჟელბიდირს ნადირი არ მისცა, იგი ღვთაების ჯოგებს ერთიანად ამოწყვეტს. საბოლოოდ ნართები მას სოსურუყის მეთაურობით კლავენ.
[რედაქტირება] ლიტერატურა
Нарты. Героический эпос балкарцев и карачаевцев. М., 1994; Карачаево-балкарские мифы. Составитель М. Джуртубаев. Нальчик, 2007.