ბორათა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ბორათა''' ''(ოს. Борæтæ)'' – ნართების საზოგადოების სამი გვარიდან ე...)
 
(წყარო)
 
ხაზი 3: ხაზი 3:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“, - თბილისი 2017
+
[[კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები]]
  
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]

მიმდინარე ცვლილება 16:08, 19 დეკემბერი 2018 მდგომარეობით

ბორათა (ოს. Борæтæ) – ნართების საზოგადოების სამი გვარიდან ერთ-ერთი. ბორათები ცხოვრობენ „ქვემო ნართებში“ (дæллæ нарт) ანუ სოფლის ქვედა უბანში (სამი უბნისგან შემდგარი ნართული სოფელი მთის ფერდობზეა შეფენილი); არიან მდიდრები: ჰყავთ მრავალრიცხოვანი საქონელი და ცხენი, აცვიათ საუკეთესო სამოსი; ხშირად აწყობენ მდიდრულ ნადიმებს; არიან ტრაბახები და ბილწები. ისინი მალულად კლავენ ახსართაგათი ურუზმაგის ვაჟს და, რომ არა სირდონი (ან სირდონის ძაღლი), ჭირისუფალი გვამსაც კი ვერ იპოვის. ამ მკვლელობის ნიადაგზე ბორათებსა და ახსართაგებს შორის გამუდმებული მტრობაა. ორ გვარს შორის კონფლიქტი კულმინაციას აღწევს მას შემდეგ, რაც ბორათები ახსართაგათი ხამიცის მკვლელობის დამკვეთები ხდებიან; შურისძიებას ეწირება ბორათების გვარის ერთ-ერთი დამფუძნებელი – ბურაფარნიგი (ბორაფარნიგი) და მისი შვიდი ვაჟი.


[რედაქტირება] წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები