აშინ-ფურუ
(→წყარო) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 21: | ხაზი 21: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | + | [[კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები]] | |
| ხაზი 27: | ხაზი 27: | ||
[[კატეგორია:ბალყარულ-ყარაჩული რიტუალები]] | [[კატეგორია:ბალყარულ-ყარაჩული რიტუალები]] | ||
[[კატეგორია:სამკურნალო რიტუალები]] | [[კატეგორია:სამკურნალო რიტუალები]] | ||
| + | [[კატეგორია:კავკასიური რიტუალები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 16:39, 19 დეკემბერი 2018 მდგომარეობით
აშინ-ფურუ / აშინ-ფურუშ-ი (ბალყ.-ყარაჩ. Ашин-Пуру / Ашин-Пуруш) – მგელთა უფალი, რომელსაც „ბალყარეთსა და ყარაჩში ქრისტიანობის გავცელების შემდეგ თოთური (წმ. თევდორე) ჩაენაცვლა. გადმოცემების თანახმად, აშინ-ფურუ – მგლის მსგავსი უზარმაზარი არსება, თოთურის მამა იყო; მას ნათელმხილველი (биглич) ბატკანს სწირავდა. ექიმბაშის სახლში იდგა ნახვრეტიანი ქვა, რომელშიც დიდი ზომის ხანჯალი იყო გარჭობილი. ხანჯლის ტარზე გამოყვანილი ფიგურის თავის წინა მხარეს – ადამიანის, ხოლო უკანას მგლის სახე ჰქონდა. როცა ავადმყოფები ექიმბაშთან სამკურნალოდ მიდიოდნენ, მკურნალი, ფიგურის ზედაპირიდან აიღებდა რა ანისულის ღეროებისგან მოწნულ სახლაკს, ხან ხმამაღლა, ხანაც ჩურჩულით შემდეგ ტექსტს წარმოთქვამდა:
- აშინ მოდი, აშინ წადი,
- ორ სულიანი მგლის მეშინია,
- ორ სულიანი მგლის მეშინია,
- აშინ-ფურუ, აშინ-ფურუ,
- აშინ-ფურუშ, აშინ-ფურუშ,
- იარე, იარე, მიდი აშინ,
- შესაწირი ნახე აშინ,
- აშინ-ფურუ, აშინ-ფურუ,
- აშინ-ფურუშ, აშინ-ფურუშ“.
მიიჩნევენ, რომ სახელი „აშინი“ უკავშირდება ხაზართა კაგანატის მმართველ აშინთა დინასტიას, რომელიც თავის პირველწინაპრად ძუ-მგელს თვლიდა.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- Каракетов М. Д. Из традиционной обрядово-культовой жизни карачаевцев. М., 1995;
- Каракетов М. Д. Традиционные верования // Карачаевцы. Балкарцы. М.,2014.