გერბი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''გერბი''' (გერმანული Erbe – მემკვიდრეობა) ემბლემა, მემკვიდრეობი...) |
|||
ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
− | ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი | + | [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] |
[[კატეგორია:ჰერალდიკა]] | [[კატეგორია:ჰერალდიკა]] |
მიმდინარე ცვლილება 17:15, 19 დეკემბერი 2018 მდგომარეობით
გერბი (გერმანული Erbe – მემკვიდრეობა) ემბლემა, მემკვიდრეობითი განმასხვავებელი ნიშანი, საგანგებოდ განლაგებული ფიგურები და საგნები, რომელთაც სიმბოლური მნიშვნელობა ენიჭებათ და მფლობელის ისტორიულ ტრადიციებს გამოხატავენ.
გერბი იყოფა შემდეგ ძირითად ჯგუფებად: სახელმწიფო გერბი, სამიწაწყლო გერბი – შუა საუკუნეების ამქრების; საგვარეულო გერბი – თავადაზნაურული და ბურჟუაზიული გვარების.
გერბი სპეციალური ისტორიული წყაროა, რომელსაც დამხმარე ისტორიული დისციპლინა – ჰერალდიკა შეისწავლის.
გერბი გამოსახულია დროშებზე, ბეჭდებზე, მონეტებზე და სხვა. გერბს, როგორც საკუთრების აღმნიშვნელ ნიშანს, ხშირად გამოსახავენ არქიტექტურულ ნაგებობებზე, საყოფაცხოვრებო ნივთებზე, იარაღზე, ხელოვნების ნაწარმოებებზე, ხელნაწერებზე, წიგნებსა და სხვა.