სამჭედლო
(→წყარო) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 17: | ხაზი 17: | ||
[[კატეგორია:ეთნოგრაფია]] | [[კატეგორია:ეთნოგრაფია]] | ||
| − | [[კატეგორია:შენობა-ნაგებობები]][[კატეგორია: | + | [[კატეგორია:შენობა-ნაგებობები]][[კატეგორია:სახელოსნო]] |
13:40, 12 ოქტომბერი 2016-ის ვერსია
სამჭედლო // სამჭედური (იმერ.) - სამჭედლო სახლი, ნაგებობა, ქოხი, სადაც ხელოსანი მჭედელი წარმართავს საქმიანობას. ერთი სამჭედლო ყველა სოფელში ფუნქციონირებდა და თითქმის XX ს-ის შუა ხანებამდე შემოინახა თავი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.
„სამჭედლო ქოხს“ აქვს ფართო სარკმელი („დარაბა“). შუა ადგილას გამართულია სამჭედლო ქურა საბერველითა და ყველა საჭირო ინვენტარით (გრდემლი, საწრთობი, წყლის ჭურჭელი გეჯა // როფი, მანგანა, ხელკვერები, მარწუხები, ურო სხვადასხვა ზომის, სანახშირე გოდორი). კედლების გასწვრივ გამართულია თაროები სხვადასხვა იარაღისა და აქ გამოჭედილი მზა ნაწარმის დასაწყობად.
სამჭედლო ქოხი ან ფარდული გამართული იყო, როგორც წესი, თვალსაჩინო ადგილას - სამიმოსვლო გზასთან, თემშარასთან, გზაჯვარედინზე, სოფლად - ცენტრში, მაგრამ საცხოვრებელი სახლებიდან მოშორებით, ცეცხლისა და შესაძლო ხანძრის თავიდან ასაცილებლად.
ლიტერატურა
ნ. რეხვიაშვილი, მჭედლობა რაჭაში, 1953. ნ. რეხვიაშვილი, ქართული ხალხური მეტალურგია, 1964. ა.გ.

