ბუზიაშვილი აბრაამ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბუზიაშვილი აბრაამ“ გადაიტანა გვერდზე „აბრაამ ბუზიაშვილი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „აბრაამ ბუზიაშვილი“ გადაიტანა გვერდზე „ბუზიაშვილი აბრაამ“ გად...) |
17:09, 17 იანვარი 2019-ის ვერსია
ბუზიაშვილი აბრაამ - (1888, ქუთაისი - ?) - ქართველი ებრაელი. სოციალ-დემოკრატი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი.
დაწყებითი განათლება ქუთაისში მიიღო. ეწეოდა სამრეწველო საქმიანობას. ადრეული ასაკიდან იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი.
1918 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის მიერ ქართველ-ისრაელელთათვის გამოყოფილი კვოტით გახდა პარლამენტის წევრი. შედიოდა სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციაში. იყო პარლამენტის საფინანსო კომისიის წევრი.
სხვა ბიოგრაფიული მონაცემები არ იძებნება.
- ირაკლი ირემაძე
ლიტერატურა
სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 109, 119, 127.
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი