ფარდაგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 12: ხაზი 12:
 
[[ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი]]
 
[[ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი]]
  
[[კატეგორია:ეთნოგრაფია]]
+
[[კატეგორია:ეთნოგრაფია]][[კატეგორია:ტექსტილი]]

16:48, 12 ოქტომბერი 2016-ის ვერსია

ფარდაგი

ფარდაგი - ქსოვილის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც იქსოვებოდა სხვადასხვა ფერის მსხვილად ნაგრეხი, ძირითადად შალის უხაო ძაფით. საქსოვი მასალის ხარისხისა და ქსოვის ტექნიკის მიხედვით განარჩევენ ფარდაგის რამდენიმე სახეობას. დიდ ფარდაგს ვერტიკალურ საქსოვ დაზგაზე ქსოვდნენ, პატარ-პატარა საფენ ფარდაგებს კი - ყაისნაღითაც. ყველაზე მარტივი წესით ჯეჯიმი იქსოვებოდა. არსებობს ერთსახიანი და ორსახიანი ფარდაგი. ერთსახიანის ნიმუშია კვირტულა. კვირტულისა და ჯეჯიმის სახეობის ფარდაგზე ორნამენტის სახე არ არის ჭვირით გამოყოფილი. ორნამენტის ჭვირით გამოყოფილი ფარდაგები უფრო რთული ტექნიკით იქსოვება და უმთავრესად ბარის რაიონებისათვის არის ნიშანდობლივი.

ფარდაგის ორნამენტში გვხვდება მცენარეული, ზოომორფული და ანთროპომორფული მოტივები. დიდი ადგილი აქვს დათმობილი გეომეტრიულ ჭრელს. ბევრი ფარდაგის სიუჟეტურ მხატვრობას თან ახლავს ხელოსნის ვინაობა და მოქსოვის თარიღი. ქსოვის მრავალფეროვნებითა და ორიგინალობით გამოირჩევა თუშური ფარდაგი. ამ მხრივ ასევე საინტერესო უბანია მთიულეთ–გუდამაყარი, ივრის ხეობა, პატარა ლიახვისა და ქსნის ხეობები, ქვემო ქართლი, ჯავახეთი, აჭარა, ქიზიყი, სამეგრელო და ლეჩხუმი.

ლიტერატურა

გ. ჯალაბაძე, დასურათებული ლექსიკონი, 2008.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები