ზანდუკელი მიხეილ (1893-1923)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 16: | ხაზი 16: | ||
[[კატეგორია:სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წევრები]] | [[კატეგორია:სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წევრები]] | ||
| + | [[კატეგორია:ქართველი ოფიცრები]] | ||
19:58, 25 იანვარი 2019-ის ვერსია
ზანდუკელი მიხეილ ნიკოლოზის ძე (1893-1923) - სამხედრო მოხელე, უმცროსი ოფიცერი. 1903 წლიდან იყო სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წევრი.
1905 ადმინისტრაციული წესით გადაასახლეს ოლონეცკის გუბერნიაში, საიდანაც გამოიქცა. ერთხანს არალეგალურად ცხოვრობდა. 1910 გადასახლების ადგილზე დააბრუნეს. 1913 დაბრუნდა გადასახლებიდან.
1918 როგორც ეროვნული საბჭოს წევრობის კანდიდატმა, ხელი მაოწერა დამოუკიდებლობსი აქტს. 1919 გახდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. იყო დუშეთის მაზრის სამხედრო კომისარიატის სამნეო ნაწილის გამგე, სოც-დემ. პარტიის დუშეთის სამაზრო კომიტეტის წევრი
საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ მუშაობდა დუშეთის მაზრის სამხედრო კომისარიატში. საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის მიერ შექმნილი „სამხედრო ცენტრის“ (ხელ; კ. აფხაზი) წევრი. დააპატიმრა ჩეკამ და 1923 წლის 20 მაისს დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე სამხედრო ცენტრის სხვა 14 წევრთან ერთად დახვრიტა გამოძიება-გასამართლების გარეშე.
- ბონდო კუპატაძე
ლიტერატურა
„მშვიდობით ძმებო, გვხვრეტენ ამაღამ!“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის გამოცემა. პროექტის ხელმძღვანელი ო. თუშურაშვილი, თბ., 2017.
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი