ვარდოიანცი მიკიჩ
| ხაზი 18: | ხაზი 18: | ||
[[კატეგორია:სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები]] | [[კატეგორია:სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები]] | ||
[[კატეგორია:თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭო წევრები]] | [[კატეგორია:თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭო წევრები]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები]] |
[[კატეგორია: საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]] | [[კატეგორია: საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]] | ||
[[კატეგორია: საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]] | [[კატეგორია: საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]] | ||
17:10, 30 იანვარი 2019-ის ვერსია
ვარდოიანცი მიკიჩ - (1971, ალექსანდროპოლი - 161 1955, პარიზთან ახლოს) - სოციალ-დემოკრატი. ეროვნებით სომეხი.
განათლება თბილისის სახელოსნო სასწავლებელში მიიღო. 1898 წლიდან რსდმპ-ის წევრი, 1905 წლიდან მენშევიკი. პარტიულ საქმიანობას ძირითადად ბაქოში ეწოდა. სხვადასხვა დროს სამჯერ იყო დაპატიმრებული. წლების განმავლობაში ცხოვრობდა არალეგალურად კავკასიის სხვადასხვა ქალაქში.
1917 შედიოდა თბილისისოციალ-დემოკრატიული პარტიისს მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოში. საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის აქტიური წევრი. 1918-1921 წლებში იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგოადოების წევრი, სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრი, ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან.
ოკუპაციის შემდეგ ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში, რის გამოც ჩეკამ დააპატიმრა, 1922 სხვა პოლიტიკურ პატიმრებთან ერთად გააძევეს ქვეყნიდან. 1923 წ-დან ცხოვრობდა პარიზში, მუდმივი კავშირი ჰქონდა ქართულ პოლიტიკურ ემიგრაციასთან. დაკრძალულია ლევილის ქართულ სასაფლაოზე.
- ნოდარ ჩხაიძე
ლიტერატურა
სსცა -ფ. 1836. აღწ. 1. საქ. - 109.
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი