წერეთელი დავით
| ხაზი 20: | ხაზი 20: | ||
[[კატეგორია:ქართველი მხატვრები]] | [[კატეგორია:ქართველი მხატვრები]] | ||
[[კატეგორია:ქართველი ფერმწერები]] | [[კატეგორია:ქართველი ფერმწერები]] | ||
| + | [[კატეგორია:წერეთლები]] | ||
21:21, 2 თებერვალი 2019-ის ვერსია
წერეთელი დავით (დ. - 01.VII.1896, ქუთაისი - გ. - 27.X.1980, თბილისი) - ქართველი ფერმწერი.
1918 წლიდან უკვე აქტიური მხატვარია; ამ პერიოდიდან მონაწილეობს ქართველ მხატვართა გამოფენებში. 1919 ქმნის პორტრეტს „გალაქტიონი“. მუშაობდა მხატვარ-დეკორატორად ქართული დრამის თეატრში. 1922 წლიდან ქეთევან მაღალაშვილთან, ელენე ახვლედიანთან, შალვა მამალაძესთან, ირაკლი თოიძესთან ერთად, მხატვართა საზოგადოების წევრი ხდება. სწავლობდა სამხატვრო აკადემიაში, გიგო გაბაშვილისა და ევგენი ლანსერეს კლასში. 1929 აკადემიის დამთავრების შემდეგ იწყებს იქვე მუშაობას პედაგოგად. ფერწერისა და ხატვის კარგი ოსტატი, ის შედარებით ადრე ტოვებს აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას და ძირითად დროს აკადემიის სამასწავლებლო საქმიანობას უთმობს. ითვლება საქართველოს გასაბჭოების შემდგომი თაობის მხატვრად. 1930 საქართველოს რევოლუციური მხატვრების ასოციაციის (სარმა) დეკლარაციის ხელის მომწერია.
მოკრძალებული, თავმდაბალი მხატვრის პერსონალური გამოფენა მხოლოდ 1964 ეწყობა თბილისში, 1965 ქუთაისის სურათების გალერეაში, 1966 კი - ცხინვალის სამხრეთ ოსეთის მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზში.
- ნანა ყიფიანი
ლიტერატურა
- В. Беридзе, Н. Езерская, Искусство Советской Грузии, 1921-1970, Мос., 1975;
- შ. კვასხვაძე, დავით წერეთელი. (კატალოგი), თბ., 1964.
იხილე აგრეთვე
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი