ჩხუტ-ბრუნელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: ჩხუტ–ბრუნელი '''ჩხუტ-ბრუნელი (თუშ.) '''''// ჩხუ...)
 
ხაზი 8: ხაზი 8:
 
[[ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი]]
 
[[ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი]]
  
[[კატეგორია:ეთნოგრაფია]][[კატეგორია:ჭურჭელი]
+
[[კატეგორია:ეთნოგრაფია]][[კატეგორია:ჭურჭელი]]

15:25, 13 ოქტომბერი 2016-ის ვერსია

ჩხუტ–ბრუნელი

ჩხუტ-ბრუნელი (თუშ.) // ჩხუტ-ბარნელა (ფშ.) // ჩასარევაი // ყუიკა (ხევს.) - ვერტიკალური ტიპის ნაღების სადღვებელი, რომელიც გავრცელებული იყო აღმ. საქართველოს მთიანეთში. ჩხუტ-ბრუნელი ორი ნაწილისგან შედგება, ჩხუტი - მთლიანი ხისგან გამოთლილი ძირჩადგმული ცილინდრული ფორმის ძირგანიერი და პირვიწრო ჭურჭელი და შესადღვები ჯოხი - ბრუნელი // ბარნელი, დაბოლოებული ხის ჯვარედინი ფირფიტებით და ზედ შემოგრეხილი წნელით, რომლის მოძრაობითაც ხდება რძის დღვება. მცხეთა-სამთავროს ბრინჯაოს ხანის სამარხებში აღმოჩენილი თიხის სადღვებლები მსგავსია საქართველოს მთიანეთში გავრცელებული სადღვებლებისა, რაც ნათლად მიუთითებს რძის პროდუქტის ტექნოლოგიის უწყვეტობისა და მისი დამუშავების მაღალ კულტურაზე.

ე.ნ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები