წაღა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: წაღა '''წაღა // წუღა''' - ფეხსაცმლის ტიპი. გავრცე...) |
15:50, 13 ოქტომბერი 2016-ის ვერსია
წაღა // წუღა - ფეხსაცმლის ტიპი. გავრცელებული იყო მთელ კავკასიაში. წარმოადგენს უბრალო, რბილლანჩიან ფეხსაცმელს. წაღებს თუშეთში „ყურიან ჩუსტებსაც“ უწოდებდნენ. ზოგიერთს, ქუსლის ზევით, ჩასაცმელი ყურები ჰქონდა გაკეთებული.
წუღის ტიპებია:
- კილიტებიანი,
- მოხდილი,
- ყურიანი,
- თასმებიანი,
- მაღალპირიანი.
ქალაქში გავრცელებული იყო ე.წ. „სირაჯული წაღაც“, რომელსაც მოღუნული წვერი აქვს, ქუსლზე ნალი აკრავს და ყელი ფუნჯიანი ყაითნით ეკვრება.
- ნ.ჯ.
