მეოცნებე ნიამორები (ჟურნალი)
(ახალი გვერდი: „მეოცნებე ნიამორები“ (II.1919 - XII.1924, თბილი- სი) - ყოველთვიური სალიტე...) |
13:58, 11 თებერვალი 2019-ის ვერსია
„მეოცნებე ნიამორები“ (II.1919 - XII.1924, თბილი- სი) - ყოველთვიური სალიტერატურო ჟურნა- ლი. ქართველ მოდერნისტ მწერალთა ჯგუფის, „ცისფერი ყანწების” ერთ-ერთი გამოცემა. პირველი ნომრის რედაქტორები არიან ვალე- რიან გაფრინდაშვილი და სანდრო ცირეკიძე. შემდგომში ჟურნალს რედაქტორობს მხოლოდ ვ. გაფრინდაშვილი. ჟურნალის უკანასკნელი ნომერი (№11) გამოვიდა „ნიამორების” სახე- ლით. იბეჭდებოდა ქ. თბილისში, გამომცემლო- ბა „კირჩხიბში“, შემდგომ - სამხედრო კომისა- რიატის სტამბაში. ჟურნალის ბოლო გვერდები ეთმობა რეკლამას. „ცისფერყანწელთა“ ჟურნალი „მეოცნებე ნიამორები“ (ნიამორი, სულხან საბას მიხედვით, „კლდის თხას“ ანუ ქურციკს ნიშნავს) წმინდა ლიტერატურულ-ესთეტიკური გამოცემაა, რომელშიც მეტწილად მხატვრული ნაწარმოებები და ლიტერატურული კრიტიკა იბეჭდებოდა. სულ გამოვიდა 16-გვერდიანი ჟურნალის 11 ნომერი. გამოცემის მანძილზე იცვლებოდა მხოლოდ ფასი და ფორმატი, გვე- რდების რაოდენობა კი უცვლელი რჩებოდა. ალმანახი შედგებოდა 4 განყოფილებისგან: 1. პოეზია, 2. მხატვრული პროზა, 3. კრიტიკა, 4. ქრონიკა და ბიბლიოგრაფია. ჟურნალის ყველა ნომრის ყდას (პირველი, მე-10 და მე-11 ნომრე- ბის გამოკლებით) ამშვენებს ლადო გუდიაშვი- ლის მიერ შესრულებული გრაფიკული ნახატი, ვინიეტი - მთაზე მდგარი ორი ყელმოღერებუ- ლი ნიამორი. ეს არის ჟურნალის სახელწოდე- ბის, „მეოცნებე ნიამორების“, გრაფიკული გა- მოსახულება, რომელიც ჟურნალის ემბლემად იქცა. სარედაქციო კოლეგიის შესახებ ჟურნა- ლი არაფერს იუწყება. მის მუდმივ ავტორებად გვევლინებიან: გრიგოლ რობაქიძე, პაოლო იაშვილი (ფსევდონიმით – ელენე დარიანი), ტიციან ტაბიძე (ვარამ გაგელი), ვალერიან გაფრინდაშვილი (ტრისტან მაჩაბელი), შალვა აფხაიძე, კოლაუ ნადირაძე, გრიგოლ ჯაფარი (ჯაფარიძე), შალვა კარმელი (გოგიაშვილი), რაჟდენ გვეტაძე, სანდრო ცირეკიძე, ლელი ჯაფარიძე, ნიკოლო მიწიშვილი (სირბილაძე), სერგო კლდიაშვილი, დია ჩიანელი (დავით ჩხე- იძე), კოკი ებრალიძე, ლილი მეუნარგია, გიორ- გი ლეონიძე, გრიგოლ ზოდელი (გამყრელიძე), ლევან ასათიანი, ნ. ლ. (ნიკო ლორთქიფანიძე) და სხვ.
საყურადღებოა, რომ ჟურნალის ყოველი ნომერი, გარდა მე-11 ნომრისა, იხსნება გრი- გოლ რობაქიძის ლექსით, მათ შორის აღსა- ნიშნავია: „დიდი შუადღე“, „ვასილი კამენსკის“, „რთველი“, „ტიციან ტაბიძეს“, „ვალერიან გაფ- რინდაშვილს“, „ავტომედალიონი“ და სხვ. ყვე- ლაზე მეტი პუბლიკაცია ეკუთვნის ჟურნალის რედაქტორს, ვალერიან გაფრინდაშვილს. მან გამოცემის ფურცლებზე დაბეჭდა ათი ესეი და ცამეტი ლექსი. ლექსების გვერდით ჟურ- ნალში ქვეყნდება წმინდა ლიტერატურული პრობლემატიკის შემცველი წერილები, მაგ.: სანდრო ცირეკიძის „პოეზიის ნაპირები“, „მი- ნიატურა“; ვალერიან გაფრინდაშვილის „სახე- ლების მაგია“ („..მსოფლიოს „დეფორმაციის“ საშინელი მოჩვენება, რომელიც ეიფელის კო- შკიდან ელანდება დაქანცულს და შეშინებულს ევროპიელს, ძნელი დასანახია თბილისის ფუ- ნიკულიორიდან“), „სონეტის პრობლემა“„ შე- ნიშვნები ლირიკაზე“, ლიტერატურული პორ- ტრეტი „სტეფან მალარმე“, რომელიც ფრანგ სიმბოლისტ პოეტს ეძღვნება, „ქართული პო- ეზია“ (ტრისტან მაჩაბლის ფსევდონიმით) და სხვ. ლიტერატურული წერილების უმეტესობა ჟურნალის „კრიტიკის“ რუბრიკის ქვეშ დაიბეჭ- და. ცალკე უნდა აღინიშნოს ტიციან ტაბიძის კრიტიკული წერილები: „პოეტები სტამბაში - ფრაგმენტები ბიოგრაფიისთვის“ (ფსევდონი- მით „ვარამ გაგელი“), „დადაიზმი და ცისფერი ყანწები“, „ირონია და ცინიზმი“ (აქ ტიციანი ილაშქრებს ფუტურიზმის წინააღმდეგ და აკ- რიტიკებს იტალიური ფუტურიზმის ფუძე- მდებელს მარინეტის). „მეოცნებე ნიამორებში“ პროზის სახით იბეჭდებოდა მხოლოდ მცირე ეპიკური ფორმის ნაწარმოებები - მინიატურე- ბი. აღსანიშნავია სანდრო ცირეკიძის „ლაია“ (1919, №1); ნიკო ლორთქიფანიძის „მთვარიან ღამის ჩრდილში“ (1919, №2); სერგო კლდიაშვი- ლის ნოველა „მთვრალ საუბარით“ (1919, №2), მინიატურები „მზე ბალდახინზე“, „უსათაურო“ (1921, №5); „დაბრუნება“ (1921, №8); სანდრო ცირეკიძის მინიატურა „რომანი“ (1920, №4) და სხვ. ჟურნალში დაისტამბა მხოლოდ სამი ავტორის თარგმანი: ჟიულ ლაფორგის „სა- მგლოვიარო მარში“, ვალერი ბრიუსოვის „წი- თელი დროშა“ და ტრისტან კორბიერის „ორი პარიზი“. სამივე ლექსი თარგმნილია ვალერიან გაფრინდაშვილის მიერ.
- მანანა შამილიშვილი
ლიტერატურა
- ჟ. „მეოცნებე ნიამორები“, 1919–1924;
- ს. სიგუა, „ქართული მოდერნიზმი“, თბ., 2008;
- ჟურ. „ხომალდი“, 1921, №1;
- მ. აბულაძე, „ლიტერატურულ მიმდინარეობათა ისტორიისათვის მეოცე საუკუნის ქართულ მწერლობაში“, თბ., 1977.
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი