დოქი თიხისა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 4: | ხაზი 4: | ||
დოქის რამდენიმე სახელწოდება მოწმდება: | დოქის რამდენიმე სახელწოდება მოწმდება: | ||
| − | „საღვინე“, „საწყლე“ | + | * „საღვინე“, |
| + | * „საწყლე“, | ||
| + | * „თუნგულა“, | ||
| + | * „ხარა დოქი“(დიდი ზომისაა), | ||
| + | * „ლიტრა“ | ||
| + | * „ყურმილიანი“ იგივე „საწოვრიანი“ დოქი და სხვა. | ||
| + | |||
| + | საღვინე დოქები „ნიკარტიანი“ უნდა იყოს, წყლისათვის განკუთვნილი დოქები კი მრგვალტუჩა. | ||
დოქები მრავალფეროვანი სახისაა, შემკობის თვალსაზრისით მათში სჭარბობს დალოცვა-დღეგრძელობის შემცველი წარწერები, ზოგი დოქი წითლადაა გამომწვარი, ზოგი კი მთლიანად ჭიქურითაა დაფარული და დამშვენებული სხვადასხვა მხატვრული სიუჟეტებით. | დოქები მრავალფეროვანი სახისაა, შემკობის თვალსაზრისით მათში სჭარბობს დალოცვა-დღეგრძელობის შემცველი წარწერები, ზოგი დოქი წითლადაა გამომწვარი, ზოგი კი მთლიანად ჭიქურითაა დაფარული და დამშვენებული სხვადასხვა მხატვრული სიუჟეტებით. | ||
16:34, 17 ოქტომბერი 2016-ის ვერსია
დოქი თიხისა - ხელადა - თიხის საწყლე და საღვინე ჭურჭელი, ამზადებდნენ კარგად შეზავებული სუფთა მიწისაგან, აქვს ბრტყელი, მრგვალი ძირი - „ფსკერი“, ზომიერად გამობერილი მუცელ-“გვამი“; წვრილი მაღალი ყელი და ლამაზად გამოყვანილი, მაღლა აშვერილი „ნიკარტი“, მრგვალი ყური მიძერწილია შუა ყელიდან მხარზე ან შუა გვამზე.
დოქის რამდენიმე სახელწოდება მოწმდება:
- „საღვინე“,
- „საწყლე“,
- „თუნგულა“,
- „ხარა დოქი“(დიდი ზომისაა),
- „ლიტრა“
- „ყურმილიანი“ იგივე „საწოვრიანი“ დოქი და სხვა.
საღვინე დოქები „ნიკარტიანი“ უნდა იყოს, წყლისათვის განკუთვნილი დოქები კი მრგვალტუჩა.
დოქები მრავალფეროვანი სახისაა, შემკობის თვალსაზრისით მათში სჭარბობს დალოცვა-დღეგრძელობის შემცველი წარწერები, ზოგი დოქი წითლადაა გამომწვარი, ზოგი კი მთლიანად ჭიქურითაა დაფარული და დამშვენებული სხვადასხვა მხატვრული სიუჟეტებით.
ლიტერატურა
ც. კაკაბაძე, შროშული საღვინეები, 1971, ძმ. №24. ც. კ.