სასულიერო განათლება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: სასულიერო განათლება საქართველოს დემოკ- რატიულ რესპუბლიკაშ...)

17:34, 20 თებერვალი 2019-ის ვერსია

სასულიერო განათლება საქართველოს დემოკ- რატიულ რესპუბლიკაში - 1917-ის 12/25 მარტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესი- ის ავტოკეფალიის და 1918 წ-ის 26 მაისის სა- ქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქართველ სასულიერო კრებულს და მორწმუნე საზოგადოებას იმედი მიეცა, რომ საქართველოს ეკლესია, რომელიც საუკუნეე- ბის განმავლობაში სახელმწიფოს ძლიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, მოა- ხერხებდა თავისი კუთვნილი ადგილის დაკავე- ბას. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა, რომლის წინაშეც საქართველოს მართლმადი- დებელი ეკლესია აღმოჩნდა, იყო განათლების საკითხი, რასაც თანმიმდევრულად და მიზან- მიმართულად ებრძოდა მეფის რუსეთი. საქა- რთველოში უნდა მომხდარიყო რუსული ეკლე- სიის მიერ დამკვიდრებული სასულიერო-საგა- ნმანათლებლო სისტემის ქართულით შეცვლა, ამ მიზნით ქართველ სასულიერო პირებს შორის ფართო მუშაობა გაიაშალა. მათ შეკრებებ- ზე აქტიური მსჯელობის საგნად სწორედ ეს სა- კითხი იქცა. თუმცა ხელისუფლების მხრიდან აღნიშნულს მხოლოდ ის რეაგირება მოჰყვა, რომ 1918 წ-ის 22 დეკემბერს პარლამენტმა მი- იღო კანონი „საღვთო სჯულის სწავლების გა- უქმების“ შესახებ ყველა ტიპისა და საფეხურის სახაზინო და კერძო უფლებიან სკოლებში. ამ დადგენილებიდან ერთი თვის თავზე თბილი- სის სასულიერო სემინარია გადაკეთდა „ტფი- ლისის ვაჟთა მე-8 გიმნაზიად“. ცენტრალური ხელისუფლების აღნიშნულ ნაბიჯს სასულიე- რო კრებულისა და მრევლის დიდი უკმაყოფი- ლება მოჰყვა, თუმცა მთავრობა გადაწყვეტი- ლების შეცვლას არ აპირებდა და აღნიშნულიც მისი იდეოლოგიურ-რელიგიური პოლიტიკის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა.

მიხეილ ქართველიშვილი

ლიტერატურა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივი აქტების კრებული 1918-1921, თბ., 1990; ქ. პავლიაშვილი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1918-1921 წ. წ., თბ., 2000; ქ. პავლიაშვილი, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელური ეკლესიის ისტორია (1800-1945), ნაწ. პირველი, თბ., 2008.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები