ყავრიშვილი ბესარიონ
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ყავრიშვილი ბესარიონ“ გადაიტანა გვერდზე „[[ყავრიშვილი ბესარიონ ივ...) |
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ყავრიშვილი ბესარიონ ივანეს ძე“ გადაიტანა გვერდზე „[[ყავრიშვილი ბ...) |
13:57, 21 თებერვალი 2019-ის ვერსია
ყავრიშვილი ბესარიონ ივანეს ძე (დ. - 1895, სოფ. მანგლისი - გ. - 1943, თბილისი) - გეოგრაფი, პროფესორი (1935), საქართველოში ჰიდროლოგიის ფუძემდებელი, გეოგრაფიული საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი (1940).
მან 1917 დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილება. 1918 მუშაობა დაიწყო თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოგრაფიის კათედრაზე ასისტენტად. 1920 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი გეოგრაფიისა და ანთროპოლოგიის კათედრის ასისტენტად.
1936 წლიდან იყო ჰიდროლოგიისა და კლიმატოლოგიის კათედრის გამგე. მისი შრომებია: მდინარეთა ჰიდროლოგიის კურსი (1932), საქართველოს ჰიდროლოგიური შესწავლის ისტორიისათვის (საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების შრომები (1958) და ა.შ.
- მანანა ლილუაშვილი
ლიტერატურა
ზ. გაიპარაშვილი, მ. ლილუაშვილი, ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს ოქმები 1917-1926, თბ., 2006.
იხილე აგრეთვე
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი