ხელთუფლიშვილი დავით
(→წყარო) |
|||
ხაზი 2: | ხაზი 2: | ||
'''ხელთუფლიშვილი დავით ბესარიონის ძე''' ''(დ. - 185?. - გ. - 1921)'' - [[ქართველები|ქართველი]] პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. | '''ხელთუფლიშვილი დავით ბესარიონის ძე''' ''(დ. - 185?. - გ. - 1921)'' - [[ქართველები|ქართველი]] პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. | ||
− | [[ | + | [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სენატი]]ს (უმაღლესი სააპელაციო პალატა - უზენაესი სასამართლო) თავმჯდომარე (1919-1921). იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი. უმაღლესი იურიდიული განათლება მიიღო პეტერბურგის უნივერსიტეტში. წლების განმავლობაში იყო ქუთაისის ნაფიცვექილთა კორპორაციის წევრი. 1919 წლის 7 ოქტომბერს [[საქართველოს დამფუძნებელი კრება|დამფუძნებელმა კრებამ]] საქართველოს სენატის თავმჯდომარედ აირჩია. |
გარდაიცვალა 1921 წლის იანვარში. ქართულმა საზოგადოებამ და პრესამ პატივი მიაგო, როგორც უაღრესად პატიოსან და პროფესიონალ პიროვნებას. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. სხვა ბიოგრაფიული მონაცემები უცნობია. | გარდაიცვალა 1921 წლის იანვარში. ქართულმა საზოგადოებამ და პრესამ პატივი მიაგო, როგორც უაღრესად პატიოსან და პროფესიონალ პიროვნებას. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. სხვა ბიოგრაფიული მონაცემები უცნობია. |
16:22, 22 თებერვალი 2019-ის ვერსია
ხელთუფლიშვილი დავით ბესარიონის ძე (დ. - 185?. - გ. - 1921) - ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სენატის (უმაღლესი სააპელაციო პალატა - უზენაესი სასამართლო) თავმჯდომარე (1919-1921). იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი. უმაღლესი იურიდიული განათლება მიიღო პეტერბურგის უნივერსიტეტში. წლების განმავლობაში იყო ქუთაისის ნაფიცვექილთა კორპორაციის წევრი. 1919 წლის 7 ოქტომბერს დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს სენატის თავმჯდომარედ აირჩია.
გარდაიცვალა 1921 წლის იანვარში. ქართულმა საზოგადოებამ და პრესამ პატივი მიაგო, როგორც უაღრესად პატიოსან და პროფესიონალ პიროვნებას. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. სხვა ბიოგრაფიული მონაცემები უცნობია.
- ბონდო კუპატაძე
ლიტერატურა
ბ. ქანთარია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სათავეებთან (1919-1921). თბ., 2004.
იხილე აგრეთვე
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი