სომხეთ-საქართველოს ომი 1918
(ახალი გვერდი: სომხეთ-საქართველოს ომი - 1918 წ-ის დეკემბე- რში მიმდინარეობდა ს...) |
11:33, 25 თებერვალი 2019-ის ვერსია
სომხეთ-საქართველოს ომი - 1918 წ-ის დეკემბე- რში მიმდინარეობდა სრულმასშტაბიანი სამხე- დრო მოქმედებები საქართველოსა და სომხე- თის რესპუბლიკებს შორის. ორ სახელმწიფოს შორის ომის დაწყების მიზეზი გახდა სომხე- თის რესპუბლიკის პრეტენზია ბორჩალოსა და ახალქალაქის მაზრებზე, რომლებიც ქართული სახელმწიფოს შემადგენლობაში შედიოდნენ. პირველი შეტაკებები 1918 წ-ის 18-27 ოქტომ- ბერს მოხდა, როდესაც სომხურმა ჯარმა იერი- ში მიიტანა ქობერზე, ქორინჯსა და წათერზე, თუმცა მათი შეტევა იქ მდგომმა მცირერი- ცხოვანმა ქართულმა ნაწილებმა მოიგერიეს. სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები ბორჩალოს მაზრაში 9 დეკემბერს დაიწყო, თუ- მცა მანამდე, 6 დეკემბერს, მცირერიცხოვანი სომხური ნაწილები თავს დაესხნენ ახალქა- ლაქის მაზრას, მაგრამ იქ მდგარმა მსხვილმა 6150-კაციანმა ქართულმა კონტინგენტმა, გე- ნერალ აბელ მაყაშვილის მეთაურობით, მოწი- ნააღმდეგე დაამარცხა. ახალქალაქის მაზრაში მოწინააღმდეგეს შეტევის მცდელობა ჰქონდა 16 და 20 დეკემბერს, მაგრამ ქართველებმა ორივე მარტივად მოიგერიეს. ძირითადი სა- ბრძოლო მოქმედებები ბორჩალოს მაზრაში 9 დეკემ ბერს დაიწყო. მოწინააღმდეგემ 9-15 დე- კემბერს დაიკავა უზუნლარი, სანაინი, აირუმი და ახტალა. 14 დეკემბერს მოწინააღმდეგემ შეტევა დაიწყო ვორონცოვკა-პრიველნოეს მიმართულებაზე და 15 დეკემბერს დაიკავა ვორონცოვკა. 9-15 დეკემბრის ბრძოლებში ბორჩალოს მაზრის სამხრეთ ნაწილში მდგა- რი მცირერიცხოვანი ქართული შენაერთები დამარ ცხდნენ.
18-23 დეკემბერს გაიმართა დიდი ბრძოლე- ბი სადახლოსათვის. ამ ბრძოლის მიმდინარეო- ბისას სომხებმა 21 დეკემბერს დაიკავეს შულა- ვერი, შემდეგ სადახლოში მდგარი ქართული მცირერიცხოვანი ძალები ალყაში მოაქციეს, რომელთაც 22 დეკემბერს მოახერხეს ალყი- დან გამოსვლა, ხოლო 23 დეკემბერს მოწინა- აღმდეგემ სადახლო დაიკავა. 18 დეკემბერს საქართველოში გამოცხადდა მობილიზაცია. სადახლოს ბრძოლების პარალელურად, მო- წინააღმდეგის ვორონცოვკის მიმართულების დაჯგუფებამ, ვორონცოვკას და პრიველნოეს დაკავების შემდეგ, შეუტია ეკატერინენფელდს (დღევანდელი ბოლნისი). 19 დეკემბერს გაიმა- რთა დიდი ბრძოლა დასახლებისათვის, რომე- ლიც ქართველთა გამარჯვებით დასრულდა. ეკატერინენფელდის ბრძოლაში თავი ისახელა სახალხო გვარდიამ. ამავე მიმართულებაზე 25 ოქტომბერს ქართველებმა დაიკავეს ბოლ- ნის-ხაჩინი, 31 დეკემბერს კი დაღეთ-ხაჩინი.
24 დეკემბერს ბორჩალოს ფრონტზე სო- მხური არმიის სარდალმა, გენერალმა დრასტა- მატკანაიანმა (დრომ), ქართულ სარდლობას გადასცა ულტიმატუმი, რომ ქართულ მხარეს დაეცალა ახალქალაქის მაზრა, წინააღმდეგ შემთხვევაში გენერალი დრო მდინარე ხრამის ჩრდილოეთით გააგრძელებდა შეტევას, თუ- მცა პირიქით მოხდა. შულავერის ფრონტის სარდლად დაინიშნა გენერალი გიორგი მაზ- ნიაშვილი, რომელმაც 3500-კაციანი შენაერთი 25 დეკემბერს შულავერთან შეტევაზე გადაი- ყვანა. რამდენიმედღიანი ბრძოლის შემდეგ 29 დეკემბერს დილით ქართველებმა შულავერი აიღეს. ქართულმა ჯარმა 31 დეკემბერს აიღო სადახლო. 1919 წ-ის 1 იანვრის 00:00 საათზე ბრიტანელებისა და ფრანგების შუამდგომ- ლობით ორივე მხარემ ცეცხლი შეწყვიტა. 1919 წ-ის 9-17 იანვარს თბილისში გაიმართა საქართველო-სომხეთ-ინგლისის სამმხრივი პირობები. კონფერენციის მეოთხე სხდომაზე ხელი მოეწერა ომის შეწყვეტის ოფიციალურ სამთავრობო შეთანხმებას და ბორჩალოს მა- ზრის სამხრეთ ნაწილის ნეიტრალურ ზონად გამოცხადების შესახებ შეთანხმებას, ხოლო ახალქალაქის მაზრაზე სომხურმა მხარემ მოხ- სნა საკუთარი პრეტენზიები.
- დიმიტრი სილაქაძე
ლიტერატურა
ა. ჩაჩხიანი, დაშნაკთა ნაციონალისტურ-ექსპანსიონისტური იდეოლოგია და სომხეთ-საქართველოს 1918-1919 წლების ომი, თბ., 2007.
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი