მანიაკი (ტანსაცმლის საყელო)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: მანიაკი '''მანიაკი''' - ოქრომკედით, ძვირფასი ...) |
|||
| ხაზი 5: | ხაზი 5: | ||
მათი ყველაზე ადრეული ნიმუშები ცნობილია ეგვიპტესა და ასურეთში. ბიზანტიელებმა მანიაკები სპარსელებისაგან გადმოიღეს თანამდებობის პირთა განმასხვვებელ ნიშნად. უმაღლესი თანამდებობის პირები ძვირფასი ქვებით შემკულ მანიაკებს ატარებდნენ, დაბალი მოხელეები კი - [[აბრეშუმი|აბრეშუმის]] ქსოვილისას. | მათი ყველაზე ადრეული ნიმუშები ცნობილია ეგვიპტესა და ასურეთში. ბიზანტიელებმა მანიაკები სპარსელებისაგან გადმოიღეს თანამდებობის პირთა განმასხვვებელ ნიშნად. უმაღლესი თანამდებობის პირები ძვირფასი ქვებით შემკულ მანიაკებს ატარებდნენ, დაბალი მოხელეები კი - [[აბრეშუმი|აბრეშუმის]] ქსოვილისას. | ||
| − | ქართულ ტანსაცმელზე მანიაკები XI ს. გვხვდება. ქართულ ფრესკებსა და ოქრომჭედლობის ნიმუშებზე მანიაკები შესაძლებელია ორ ჯგუფად დაიყოს. | + | ქართულ ტანსაცმელზე მანიაკები XI ს. გვხვდება. ქართულ ფრესკებსა და [[ოქრომჭედლობა|ოქრომჭედლობის]] ნიმუშებზე მანიაკები შესაძლებელია ორ ჯგუფად დაიყოს. |
# პირველი სამეფო, დიდებულებთან დაკავშირებული მანიაკები, მაგ., ბორენა დედოფლისა - ატენის ფრესკაზე, ბაგრატ III-სა ბედიის ფრესკაზე, თამარისა - ვარძიის და სხვა. მსგავსი მანიაკები აქვთ მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზებს. | # პირველი სამეფო, დიდებულებთან დაკავშირებული მანიაკები, მაგ., ბორენა დედოფლისა - ატენის ფრესკაზე, ბაგრატ III-სა ბედიის ფრესკაზე, თამარისა - ვარძიის და სხვა. მსგავსი მანიაკები აქვთ მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზებს. | ||
00:07, 19 ოქტომბერი 2016-ის ვერსია
მანიაკი - ოქრომკედით, ძვირფასი ქვებით და მარგალიტებით შემკული ტანსაცმლის ფართო საყელო, რომელიც ფარავდა მხრებსა და გულისპირს.
მათი ყველაზე ადრეული ნიმუშები ცნობილია ეგვიპტესა და ასურეთში. ბიზანტიელებმა მანიაკები სპარსელებისაგან გადმოიღეს თანამდებობის პირთა განმასხვვებელ ნიშნად. უმაღლესი თანამდებობის პირები ძვირფასი ქვებით შემკულ მანიაკებს ატარებდნენ, დაბალი მოხელეები კი - აბრეშუმის ქსოვილისას.
ქართულ ტანსაცმელზე მანიაკები XI ს. გვხვდება. ქართულ ფრესკებსა და ოქრომჭედლობის ნიმუშებზე მანიაკები შესაძლებელია ორ ჯგუფად დაიყოს.
- პირველი სამეფო, დიდებულებთან დაკავშირებული მანიაკები, მაგ., ბორენა დედოფლისა - ატენის ფრესკაზე, ბაგრატ III-სა ბედიის ფრესკაზე, თამარისა - ვარძიის და სხვა. მსგავსი მანიაკები აქვთ მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზებს.
- მეორე ჯგუფში ერთიანდება მანიაკები, რომლებიც გვხვდება სამხედრო და საერო პირთა სამოსზე.
ლიტერატურა
ნ. ჩოფიკაშვილი, ქართული კოსტიუმი, 1964. ე.ნ.
