ტოლი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ტოლი''' - შინ ნაქსოვი შალის ქსოვილი ხევსურეთში, თუშეთსა და ფშ...) |
14:30, 20 ოქტომბერი 2016-ის ვერსია
ტოლი - შინ ნაქსოვი შალის ქსოვილი ხევსურეთში, თუშეთსა და ფშვში.
ხევსურული ტოლი ვერტიკალური ტიპის ბეჭ-საშევრიან საქსოვ დაზგაზე („ყდანი“) მზადდებოდა. სამი სახისა-ცალშიანი (ერთდგიმიანი), ორშიანი (ორდგიმიანი) და წაღმა-უკუღმა. მათ შორის საუკეთესოდ ორშიანი ტოლი ითვლებოდა, რომელიც მეტწილად ბატკნის მატყლისაგან-კრაველისაგან იქსოვებოდა.
წყარო
ლ. მოლოდინი, გ. ჩაჩაშვილი, ქართული კოსტიუმის კატალოგი I ხევსურული, თბილისი-1964