მაშუ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''მაშუ''' – ''(შუამდ.)'' „მარჩბივი“, წყვილი მთა, რომლებიც დგანან ერ...) |
16:23, 20 ოქტომბერი 2016-ის ვერსია
მაშუ – (შუამდ.) „მარჩბივი“, წყვილი მთა, რომლებიც დგანან ერთმანეთის პირისპირ. მათ შორის გაივლის მზის ღმერთი ამოსვლისას და ჩასვლისას. მაშუს მთებს დარაჯობენ მორიელ-ადამიანები, მდედრი და მამრი, რომელთა საშინელი ელვარება ზარსა სცემს არემარეს. ისინი აღებენ და კეტავენ მაშუს მთებს შუა გასასვლელ ჭიშკარს. ხორციელი თვალს ვერ უსწორებს მათ ბრწყინვალებას. მხოლოდ ერთადერთმა გილგამეშმა შეძლო მათთან ახლოს მისულიყო და შამაშის კვალს გაჰყოლოდა დასავლეთისკენ.