ტყავ-კაბა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Tyavkaba.jpg|thumb|300პქ|ტყავ–კაბა]]
 
'''ტყავ-კაბა''' - სამოსის უძველესი ტიპი. ძირითადად არსებობდა ორი სახის ტყავის სამოსი - ერთი ჩვეულებრივი, ყოველდღიური და მეორე მხოლოდ დღესასწაულების დროს სახმარი.  
+
'''ტყავ-კაბა''' - სამოსის უძველესი ტიპი. ძირითადად არსებობდა ორი სახის [[ტყავი (სამოსი)|ტყავის სამოსი]] - ერთი ჩვეულებრივი, ყოველდღიური და მეორე მხოლოდ დღესასწაულების დროს სახმარი.  
  
ტყავ-კაბისათვის საჭირო იყო ცხვრის რვა ტყავი. ერთი წელისათვის, ორი ფერდებისათვის, ერთი სახელოებისათვის და ოთხი კალთებისათვის. წარჩინებულთა ტყავ-კაბას დამატებით მუქი წითელი ფერის ხავერდი ამშვენებდა, გასათხოავრ ქალს სხვა ნივთებთან ერთად ტყავ-კაბასაც ატანდნენ მზითვად. ქსნის ერისთავის ასულის ანას მზითვის წიგნში მოხსენიებულია - „ტყავ-კაბა ერთი, ხალასად შეკერილი“. „ვეფხისყაოსანში“ ტარიელს ტყავ-კაბა აცვია: „მას ტანსა კაბა ემოსა, გარე თმა ვეფხის ტყავისა“. ამ ცნობიდან ირკვევა, რომ ასეთი თმიანი ტყავის გარეთ მოქცეული კაბა სამგზავრო სამოსელი უნდა ყოფილიყო.  
 
17:18, 21 ოქტომბერი 2016-ის ვერსია

ტყავ–კაბა

ტყავ-კაბა - სამოსის უძველესი ტიპი. ძირითადად არსებობდა ორი სახის ტყავის სამოსი - ერთი ჩვეულებრივი, ყოველდღიური და მეორე მხოლოდ დღესასწაულების დროს სახმარი.

ტყავ-კაბისათვის საჭირო იყო ცხვრის რვა ტყავი. ერთი წელისათვის, ორი ფერდებისათვის, ერთი სახელოებისათვის და ოთხი კალთებისათვის. წარჩინებულთა ტყავ-კაბას დამატებით მუქი წითელი ფერის ხავერდი ამშვენებდა, გასათხოავრ ქალს სხვა ნივთებთან ერთად ტყავ-კაბასაც ატანდნენ მზითვად. ქსნის ერისთავის ასულის ანას მზითვის წიგნში მოხსენიებულია - „ტყავ-კაბა ერთი, ხალასად შეკერილი“. „ვეფხისყაოსანში“ ტარიელს ტყავ-კაბა აცვია: „მას ტანსა კაბა ემოსა, გარე თმა ვეფხის ტყავისა“. ამ ცნობიდან ირკვევა, რომ ასეთი თმიანი ტყავის გარეთ მოქცეული კაბა სამგზავრო სამოსელი უნდა ყოფილიყო.

ტყავ-კაბა ქალის საცხენოსნო ტანსაცმლად იყო მიღებული. თეიმურაზ II-ის ცნობით, ჯვარდაწერილ დედოფალს „მორთავდნენ საცხენოსნოთა ტყავ-კაბით“. ყველაფერი ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ტყავ-კაბა ერთობ გავრცელებული სამოსი ყოფილა.

ლიტერატურა

ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973. ნ.ჯ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები