მელისა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''მელისა''' – ''(მელიტა) (ბერძნ.)'' ნიმფა, ფუტკართა დედამთ...) |
17:25, 24 ოქტომბერი 2016-ის ვერსია
მელისა – (მელიტა) (ბერძნ.) ნიმფა, ფუტკართა დედამთავარი, რომელსაც თაყვანს სცემდნენ ფუტკრებით მდიდარ ეპიდამნოსში.
ძველი ბერძნები ფუტკრებს ღვთაებრივ მწერებად მიიჩნევდნენ, რადგანაც სკაში აწყობილი ცხოვრების წესი ადამიანთა საზოგადოების ცხოვრების წესის მსგავსი ეგონათ. შესაბამისად, ისინი თვლიდნენ, რომ ფუტკრები იყვნენ ნიმფები, ოღონდ მწერებად გარდასახულნი. ზოგჯერ დემეტრესა და არტემისის ქურუმებს მელისად უხმობდნენ.