ვრონსკი ევგენი
| ხაზი 17: | ხაზი 17: | ||
[http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00005230/ ევგენი ვრონსკი] | [http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00005230/ ევგენი ვრონსკი] | ||
| − | [[კატეგორია:საქართველოს სახალხო | + | [[კატეგორია:საქართველოს სსრ სახალხო არტისტები ]] |
[[კატეგორია:რუსი მომღერლები]] | [[კატეგორია:რუსი მომღერლები]] | ||
[[კატეგორია:ვოკალისტები]] | [[კატეგორია:ვოკალისტები]] | ||
[[კატეგორია:მომღერლები]] | [[კატეგორია:მომღერლები]] | ||
[[კატეგორია:საოპერო მომღერლები]] | [[კატეგორია:საოპერო მომღერლები]] | ||
16:23, 25 მარტი 2019-ის ვერსია
ვრონსკი ევგენი ალექსის ძე - [10. I. 1883, სოფ. სოროჩინსკოე, ახლანდელი სამარის ოლქი, – 30. IV. 1942, თბილისი), მომღერალი (ბარიტონი) და პედაგოგი. საქართველოს სახალხო არტისტი (1941). 1909-იდან მღეროდა მოსკოვისა და ოდესის საოპერო თეატრების სცენებზე. 1915-19 იყო თბილისის საოპერო თეატრის სოლისტი.
პარტიები: ონეგინი (ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“), რიგოლეტო (ვერდის „რიგოლეტო“), დემონი (რუბინშტეინის „დემონი“) და სხვ.
1925-იდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის კონსერვატორიაში. (1932-იდან პროფესორი). ო. ბახუტაშვილ-შულგინასთან ერთად იგი ქართული ვოკალური პედაგოგიური სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელია. მისი მოწაფეები იყვნენ: დ. ანდღულაძე, დ. ბადრიძე, დ. გამრეკელი, ვ. კანდელაკი, ბ. კრავეიშვილი, ნ. ხარაძე და სხვ.
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")
