იაშვილი ნანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(იხილე აგრეთვე)
(იხილე აგრეთვე)
ხაზი 18: ხაზი 18:
 
[[კატეგორია:მევიოლინეები]]
 
[[კატეგორია:მევიოლინეები]]
 
[[კატეგორია:ქართველი მევიოლინეები]]
 
[[კატეგორია:ქართველი მევიოლინეები]]
[[კატეგორია:საქართველოს სახალხო არტისტები]]
+
[[კატეგორია:საქართველოს სსრ სახალხო არტისტები‏‎ ]]
 
[[კატეგორია:იაშვილები]]
 
[[კატეგორია:იაშვილები]]

16:27, 25 მარტი 2019-ის ვერსია

ნანა იაშვილი

იაშვილი ნანა ლუარსაბის ასული - (14. X. 1949, თბილისი), მევიოლინე. საქართველოს სახალხო არტისტი (1988) მ. ლონგისა და ჟ. ტიბოს სახელობის საერთაშორისო კონკურსის (პარიზი, 1967 I პრემია) და მონრეალის საერთაშორისო კონკურსის (1972) ლაურეატი. ლუარსაბ იაშვილის შვილი და მოწაფე.

დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია პროფ. ლ. კოგანის ხელმძღვანელობით (1970), ასპირანტურა (1975). მუშაობდა თბილისის კონსერვატორიაში (1983-1989). 1990-იდან უცხოეთშია, 1993- იდან ქ. ესენის (გერმანია) უმაღლესი სამუსიკო სკოლის, ამჟამად ქ. კიოლნის და მოსკოვის კონსერვატორიიის პროფესორია. ეწევა საკონცერტო მოღვაწეობას.

იაშვილის დაკვრა გამოირჩევა არტისტული ტემპერამენტითა და ემოციურობით, პროფესიული კულტურით, ვირტუოზული ტექნიკური ოსტატობით, მისი რეპერტუარი მდიდარი და მრავალფეროვანია, შეიცავს კლასიკური რეპერტუარის უმთავრეს ნიმუშებს. (გ. ტორაძე)



წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")

იხილე აგრეთვე

ნანა იაშვილი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები