სირბილაძე ერმალოზ
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სირბილაძე ემილ“ გადაიტანა გვერდზე „სირბილაძე ერმალოზ“ გადამი...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:Sirbiladze ermaloz.jpg|thumb|'''ერმალოზ სირბილაძე''']] | ||
'''სირბილაძე ერმალოზ ივანეს ძე''' - (მეტსახელი:ემილ) (1875, თელავი - 26.XII.1937) - პედაგოგი, პოლიტიკოსი. | '''სირბილაძე ერმალოზ ივანეს ძე''' - (მეტსახელი:ემილ) (1875, თელავი - 26.XII.1937) - პედაგოგი, პოლიტიკოსი. | ||
| ხაზი 5: | ხაზი 6: | ||
1921 წლის ოკუპაციის შემდეგ ცოტა ხნით იმყოფებოდა [[ემიგრაცია|ემიგრაციაში]], თუმცა მალევე დაბრუნდა [[საქართველო|საქართველოში]]. 1937 შეეწირა საბჭოთა რეპრესიებს. | 1921 წლის ოკუპაციის შემდეგ ცოტა ხნით იმყოფებოდა [[ემიგრაცია|ემიგრაციაში]], თუმცა მალევე დაბრუნდა [[საქართველო|საქართველოში]]. 1937 შეეწირა საბჭოთა რეპრესიებს. | ||
| − | ::::::::::::::::::::::::::::: | + | |
| + | :::::::::::::::::::::::::::::'''''მანუჩარ გუნცაძე''''' | ||
==ლიტერატურა== | ==ლიტერატურა== | ||
15:34, 2 მაისი 2019-ის ვერსია
სირბილაძე ერმალოზ ივანეს ძე - (მეტსახელი:ემილ) (1875, თელავი - 26.XII.1937) - პედაგოგი, პოლიტიკოსი.
თავდაპირველად სასწავლებლად თელავის სკოლაში შევიდა, შემდეგ კი სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო. 1900 მოღვაწეობას იწყებს პედაგოგად, დუშეთის მაზრაში. რევოლუციური პროპაგანდისათვის 1908 დააკავეს და ციხეში ჩასვეს ერთი წლით. ერთი წლის შემდეგ კი გადასახლებულ იქნა ციმბირში. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ აირჩიეს მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს პრეზიდიუმის წევრად ქალაქ ნოვო-ნიკოლაევსკში. 1919 საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად. 1919 წ-დან ხდება საქართველოს სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრი, ცოტა მოგვიანებით კი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსანი.
1921 წლის ოკუპაციის შემდეგ ცოტა ხნით იმყოფებოდა ემიგრაციაში, თუმცა მალევე დაბრუნდა საქართველოში. 1937 შეეწირა საბჭოთა რეპრესიებს.
- მანუჩარ გუნცაძე
ლიტერატურა
ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, თბ., 2016.
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი