ტერ-სტეფანიანი გარეგინ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ტერ-სტეფანიანი გარეგინ“ გადაიტანა გვერდზე „[[ტერ-სტეფანიანი გარე...)
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ტერ-სტეფანიანი გარეგინ არზატის ძე“ გადაიტანა გვერდზე „[[ტერ-სტეფა...)

16:47, 2 მაისი 2019-ის ვერსია

ტერ-სტეფანიანი გარეგინ

ტერ-სტეფანიანი გარეგინ არზატის ძე (ფსევდონიმი: სლეპცოვი) (14.I.1876, სიღნაღი - ?), პოლიტიკოსი.

საშუალო განათლება თბილისის და ალექსანდროპოლის პედაგოგიურ ინსტიტუტებში მიიღო. იყო დაშნაკცუთიუნის პარტიის წევრი. პოლიტიკური მოღვაწეობის გამო 1908 დააპატიმრეს. გათავისუფლების შემდეგ აირჩიეს თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნად. 1919 დაშნაკცუტიუნის სიით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი გახდა. 1921 საქართველოს ოკუპაციის შემდეგ დააპატიმრეს, თუმცა ერთი წლის შემდეგ გამოუშვეს. 1922 დაშნაკებმა მოკლეს ოსმალეთის იმპერიის ყოფილი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე ახმედ ჯემალ-ფაშა. დაკავებულთა შორის იყო გარეგინ ტერ-სტეფანიანიც.

მანუჩარ გუნცაძე

ლიტერატურა

ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, თბ., 2016.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

გარეგინ ტერ-სტეფანიანი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები