სიკვდილით დასჯის შესახებ კანონი (1918-1921)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: სიკვდილით დასჯის შესახებ კანონი (1918-1921) - სიკვდილით დასჯა, როგო...)

11:27, 3 მაისი 2019-ის ვერსია

სიკვდილით დასჯის შესახებ კანონი (1918-1921) - სიკვდილით დასჯა, როგორც სასჯელის უმა- ღლესი ზომა, კანონმდებლობის მიხედვით, გამოიყენებოდა. 1921 წ-ის კონსტიტუციის მე-19 მუხლით, სიკვდილით დასჯა საქართვე- ლოში საბოლოოდ გაუქმდა. საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სიკვდილით დასჯა 1918 წ-ის 5 ივლისის კანონით („სიკვდილით დას- ჯისა ზოგიერთი უმძიმესი ბოროტმოქმედე- ბისათვის“) შემოიღო. კანონში ამომწურავად არის ჩამოთვლილი ის ბოროტმოქმედებანი, რომლებიც ძირითადად სახელმწიფოს წინააღ- მდეგ იყო მიმართული. ეს იყო ზომები იმ პი- რთა მიმართ, რომლებიც ჩაიდენდნენ „უმძიმეს ბოროტმოქმედებას“. სიკვდილით დასჯას ით- ვალისწინებდა შემდეგი დანაშაულებების ჩა- დენა: 1. სახელმწიფო ღალატი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ; 2. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წესწყობილების შეიარაღებული ძალით შეც- ვლის მცდელობა; 3. შეიარაღებული აჯანყება არსებული მმართველობის წინააღმდეგ; 4. წინასწარ განზრახ ან უეცრად მოფიქრებული მკვლელობა; 5. განზრახ ცეცხლის წაკიდებით ან სხვა გზით სამხედრო მასალის, ან თავდა- სხმის, ან თავდაცვის სხვა საშუალების განა- დგურება, ცეცხლის წაკიდება სახელმწიფო ან საზოგადო შენობისათვის; 6. ტელეგრაფის ან ტელეფონის, რკინიგზის ლიანდაგის, ვაგონე- ბის, რკინიგზის ან ნავთსადგურების ნიშნების განზრახ განადგურება ან მათთვის დიდი ზია- ნის მიყენება, სამრეწველო, სამთო-მადნო და- რგის მოწყობილობის განზრახ მოსპობა ან გა- ფუჭება, რომელსაც რესპუბლიკისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა; 7. ძარცვა ან იარაღით თავდასხმა ქონების წართმევის მიზნით; 8. ომიანობის დროს სამხედრო დანაშაულის ჩა- დენა. კანონის მიხედვით, ყველა აღნიშნული ქმედება დასჯადი იყო მხოლოდ იმ შემთხვევა- ში, თუ ისინი ჩადენილი იქნებოდა საქართვე- ლოს ტერიტორიაზე.

დახვრეტას ანუ სიკვდილით დასჯას ითვა- ლისიწნებდა კიდევ ერთი დეკრეტი, რომელიც საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ 1919 წ-ის 27 ივნისს „ჯარის ნაწილებიდან გაქცევისა და ნებადაურთველად წასვლისათვის დასჯის“ შესახებ მიიღო. დეკრეტის მე-4 მუხლში აღნიშ- ნული იყო: „მტრის მხარეზე გადასვლისათვის დამნაშავე დაისჯება დახვრეტით და მთელის ქონების კონფისკაციით“.

ბექა ქანთარია

ლიტერატურა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივი აქტების კრებული (1918-1921), 1990.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები