მოქვის ღვთისმშობლის ტაძარი
| ხაზი 6: | ხაზი 6: | ||
„მატიანე ქართლისას“ ცნობით, მოქვის ტაძარი აგებულია და კურთხეულია საკათედროდ „აფხაზთა“ მეფის ლეონ III-ის (957- 967) მიერ: „ამან (ლეონ III-მ, - ავტ.) აღაშენა ეკლესია მოქჳსა და შექმნა საყდრად საეპისკოპოსოდ, აკურთხა და განასრულა ყოვლითა განგებითა”. ლეონ III-ის მიერ ტაძრის საკათედროდ კურთხევა IX-X სს. „აფხაზთა“ სამეფოში მიმდინარე იმ პროცესის შემადგენელი ნაწილია, როდესაც იქმნება ჭყონდიდის, ბედიის, დრანდის საეპისკოპოსოები. | „მატიანე ქართლისას“ ცნობით, მოქვის ტაძარი აგებულია და კურთხეულია საკათედროდ „აფხაზთა“ მეფის ლეონ III-ის (957- 967) მიერ: „ამან (ლეონ III-მ, - ავტ.) აღაშენა ეკლესია მოქჳსა და შექმნა საყდრად საეპისკოპოსოდ, აკურთხა და განასრულა ყოვლითა განგებითა”. ლეონ III-ის მიერ ტაძრის საკათედროდ კურთხევა IX-X სს. „აფხაზთა“ სამეფოში მიმდინარე იმ პროცესის შემადგენელი ნაწილია, როდესაც იქმნება ჭყონდიდის, ბედიის, დრანდის საეპისკოპოსოები. | ||
| + | |||
| + | შუა საუკუნეებში მოქვის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი ქართული კულტურის მძლავრ კერას წარმოადგენდა. აქ არსებობდა სკრიპტორიუმი, სადაც მიმდინარეობდა ხელნაწერების გადაწერა, მორთვა-მოკაზმვა. მოქვის ტაძრის წიგნსაცავიდან მხოლოდ რამდენიმე ხელნაწერი შემორჩა: მოქვის ოთხთავი(1300 წ.), ოთხთავი (XII-XIII სს.) | ||
| + | ===== მოქვის ოთხთავი (1300 წ.) ===== | ||
| + | მოქვის ოთხთავი (1300 წ.) გადაწერილი დანიელ მოქველის თაოსნობით, ბერი ეფრემის მიერ. ხელნაწერის ტექსტი დაწერილია ორ სვეტად, კლასიკური ნუსხურით, ჩასმულია ვერცხლით მოჭედილ ყდაში (XIX ს.). მოქვის ოთხთავი ერთ-ერთი უმდიდრესი ქართული ხელნაწერია მინიატიურებისა და მორთული საზედაო ასოების რაოდენობის მხრივ. მინიატიურები, რომლებიც თანმიმდევრულად ასურათებენ ტექსტის შინაარსს, შესრულებულია ღია ნათელი ფერებით, საზედაო ასოები ფერადებით და ოქრომელნით. მათი შეს- რულება დიდი ოსტატობით და სიფაქიზით გამოირჩევა. | ||
| + | |||
| + | ==== ოთხთავი (XII-XIII სს.) ==== | ||
| + | ოთხთავი (XII-XIII სს.) გადაწერილია ნუსხურით, დასაწყისები ასომთავრულით არის შესრულებული, შემკულია შესანიშნავი მინიატიურებით, კამარებითა და საზედაო ასოებით. ამჟამად ცნობილია ჯრუჭის II ოთხთავის სახელწოდებით. | ||
| + | |||
| + | ==== მეტაფრასი (XVI ს.) ==== | ||
| + | მეტაფრასი (XVI ს.), გადაწერილი მოქველი მთავარეპისკოპოსის ეფთვიმე საყვარელიძის ბრძანებით. ესაა სასულიერო მწერლობის თხზულებების ისეთი რედაქცია, რომელიც ძველ ტექსტებს შესწორებულად და გავრცობილ-შემკულად წარმოგვიდგენს. დაწერილია ნუსხურით, ორ სვეტად. გადამწერია ნევკრატიოზ ციმცაძე. | ||
| + | |||
| + | ==== ღვთისმშობლის ხატი (XVI ს.) ==== | ||
| + | მოქვის სიძველეებიდან ასევე ცნობილია: ღვთისმშობლის ხატი (XVI ს.) მოჭედილი მოქველი ეფთვიმე საყვარელიძის ბრძანებით; ღვთისმშობლის ხატი (XVII ს.) მოჭედილი მოქველი ანდრიას ბრძანებით; მოქვის ომოფორი (XVI ს.), შეკერილი მოქველ-დრანდელი მთავარეპისკოპოსის ელიას ბრძანებით | ||
| + | |||
| + | იერუსალიმის პატრიარქის დოსითეოსის ცნობით, ტაძარი მოხატული ყოფილა, ის იხსენიებს წარწერასაც, მაგრამ წარწერა და ფრესკული მოხატულობა არ შემორჩა. შემორჩენილია მხოლოდ სამსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა მოქვის სამრეკლოდან, ამოკვეთილი ქვის ფილაზე. წარწერა პალეოგრაფიული ნიშნებით XII საუკუნით თარიღდება: „ყოვლად წმიდაო ღმრთისმშობელო, მეოხ და მფარველ ექმენ გრიგოლ მოქველ მთავარეპისკოპოსსა გუძანის ძესა” | ||
| + | |||
| + | საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მოქვის მონასტერს მიწები ჩამოართვეს და მალე მონასტერიც დაიხურა. | ||
| + | |||
| + | 1968 წელს ფართოდ აღინიშნა მოქვის ტაძრის 1000 წლისთავი. ამ დროისათვის ტაძარი აღადგინეს, მოხსნეს XIX საუკუნის ფენები და ტაძარმა თითქმის თავდაპირველი იერი დაიბრუნა. | ||
| + | |||
==== წყარო ==== | ==== წყარო ==== | ||
13:49, 1 ნოემბერი 2016-ის ვერსია
მოქვის ღვთისმშობლის ტაძარი - ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი შესანიშნავი ძეგლია, მოქვის ტაძარი მდებარეობს აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონის სოფ. მოქვში, მდ. მოქვთან მისი მარჯვენა შენაკადის მდ. დვაბის შეერთების ადგილას, სწორ, ამაღლებულ ვაკეზე.
მოქვის ტაძარი აგებულია X საუკუნეში. იგი ჯვარგუმბათოვანი სტილის სამნავიანი ნაგებობაა, სამლოცველოების მწკრივით განაპირა ნავების გასწვრივ. აღმოსავლეთის მხრიდან ტაძარს სამი შვერილი აფსიდი აქვს. შუა, საკურთხევლის აფსიდი შიგნიდან ნალისებური ფორმისაა, გარედან ხუთწახნაგაა. გუმბათი ეყრდნობა შენობის ცენტრში აღმართულ ოთხ სვეტს. კვადრატიდან გუმბათის ყელზე გადასვლა განხორციელებულია აფრების საშუალებით. გუმბათის თორმეტწახნაგა ყელი დაბალია. ტაძარი შემოსილია თლილი ქვის პერანგით, ფასადებზე ჩუქურთმები არა აქვს.
„მატიანე ქართლისას“ ცნობით, მოქვის ტაძარი აგებულია და კურთხეულია საკათედროდ „აფხაზთა“ მეფის ლეონ III-ის (957- 967) მიერ: „ამან (ლეონ III-მ, - ავტ.) აღაშენა ეკლესია მოქჳსა და შექმნა საყდრად საეპისკოპოსოდ, აკურთხა და განასრულა ყოვლითა განგებითა”. ლეონ III-ის მიერ ტაძრის საკათედროდ კურთხევა IX-X სს. „აფხაზთა“ სამეფოში მიმდინარე იმ პროცესის შემადგენელი ნაწილია, როდესაც იქმნება ჭყონდიდის, ბედიის, დრანდის საეპისკოპოსოები.
შუა საუკუნეებში მოქვის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი ქართული კულტურის მძლავრ კერას წარმოადგენდა. აქ არსებობდა სკრიპტორიუმი, სადაც მიმდინარეობდა ხელნაწერების გადაწერა, მორთვა-მოკაზმვა. მოქვის ტაძრის წიგნსაცავიდან მხოლოდ რამდენიმე ხელნაწერი შემორჩა: მოქვის ოთხთავი(1300 წ.), ოთხთავი (XII-XIII სს.)
სარჩევი |
მოქვის ოთხთავი (1300 წ.)
მოქვის ოთხთავი (1300 წ.) გადაწერილი დანიელ მოქველის თაოსნობით, ბერი ეფრემის მიერ. ხელნაწერის ტექსტი დაწერილია ორ სვეტად, კლასიკური ნუსხურით, ჩასმულია ვერცხლით მოჭედილ ყდაში (XIX ს.). მოქვის ოთხთავი ერთ-ერთი უმდიდრესი ქართული ხელნაწერია მინიატიურებისა და მორთული საზედაო ასოების რაოდენობის მხრივ. მინიატიურები, რომლებიც თანმიმდევრულად ასურათებენ ტექსტის შინაარსს, შესრულებულია ღია ნათელი ფერებით, საზედაო ასოები ფერადებით და ოქრომელნით. მათი შეს- რულება დიდი ოსტატობით და სიფაქიზით გამოირჩევა.
ოთხთავი (XII-XIII სს.)
ოთხთავი (XII-XIII სს.) გადაწერილია ნუსხურით, დასაწყისები ასომთავრულით არის შესრულებული, შემკულია შესანიშნავი მინიატიურებით, კამარებითა და საზედაო ასოებით. ამჟამად ცნობილია ჯრუჭის II ოთხთავის სახელწოდებით.
მეტაფრასი (XVI ს.)
მეტაფრასი (XVI ს.), გადაწერილი მოქველი მთავარეპისკოპოსის ეფთვიმე საყვარელიძის ბრძანებით. ესაა სასულიერო მწერლობის თხზულებების ისეთი რედაქცია, რომელიც ძველ ტექსტებს შესწორებულად და გავრცობილ-შემკულად წარმოგვიდგენს. დაწერილია ნუსხურით, ორ სვეტად. გადამწერია ნევკრატიოზ ციმცაძე.
ღვთისმშობლის ხატი (XVI ს.)
მოქვის სიძველეებიდან ასევე ცნობილია: ღვთისმშობლის ხატი (XVI ს.) მოჭედილი მოქველი ეფთვიმე საყვარელიძის ბრძანებით; ღვთისმშობლის ხატი (XVII ს.) მოჭედილი მოქველი ანდრიას ბრძანებით; მოქვის ომოფორი (XVI ს.), შეკერილი მოქველ-დრანდელი მთავარეპისკოპოსის ელიას ბრძანებით
იერუსალიმის პატრიარქის დოსითეოსის ცნობით, ტაძარი მოხატული ყოფილა, ის იხსენიებს წარწერასაც, მაგრამ წარწერა და ფრესკული მოხატულობა არ შემორჩა. შემორჩენილია მხოლოდ სამსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა მოქვის სამრეკლოდან, ამოკვეთილი ქვის ფილაზე. წარწერა პალეოგრაფიული ნიშნებით XII საუკუნით თარიღდება: „ყოვლად წმიდაო ღმრთისმშობელო, მეოხ და მფარველ ექმენ გრიგოლ მოქველ მთავარეპისკოპოსსა გუძანის ძესა”
საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მოქვის მონასტერს მიწები ჩამოართვეს და მალე მონასტერიც დაიხურა.
1968 წელს ფართოდ აღინიშნა მოქვის ტაძრის 1000 წლისთავი. ამ დროისათვის ტაძარი აღადგინეს, მოხსნეს XIX საუკუნის ფენები და ტაძარმა თითქმის თავდაპირველი იერი დაიბრუნა.
წყარო
ბეჟან ხორავა:"მოქვის ღვთისმშობლის ტაძრი",- გაზ. ჩემი აფხაზეთი, №32,-2015 წლის სექტემბერი.