უილსონი ფრედ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Malania გვერდი „ფრედ უილსონი“ გადაიტანა გვერდზე „უილსონი ფრედ“ გადამისამართება...)
(წყარო)
 
ხაზი 7: ხაზი 7:
  
 
[[კატეგორია:თანამედროვე ამერიკელი არტისტები]]
 
[[კატეგორია:თანამედროვე ამერიკელი არტისტები]]
 +
[[კატეგორია:თანამედროვე არტისტები]]
 
[[კატეგორია:ინსტალაცია]]
 
[[კატეგორია:ინსტალაცია]]

მიმდინარე ცვლილება 17:42, 22 მაისი 2019 მდგომარეობით

ფრედ უილსონი. სიკვდილის ჭაღი, 2003; ამერიკის შეერთებული შტატების პავილიონი, ვენეციის 50-ე ბიენალე. © ფრედ უილსონი,ქვეყნდება ფეის გალერეის ნებართვით

ფრედ უილსონი – 1990-იან წლებში ხელოვანების მხირდან სულ უფრო იმატა ტრადიციული სამუზეუმო გამოფენების შექმნილი ნარატივის კრიტიკამ. მუზეუმი ითვლებოდა სივრცედ, რომელშიც კურატორები თვითონ არჩევდნენ ნამუშევრებს და თვითონვე წყვეტდნენ როგორ უნდა ყოფილიყო ეს ნამუშევრები გამოფენილი. ასეთნაირად ისინი ხელოვნების ისტორიას უფრო ქმნიდნენ, ვიდრე წარმოაჩენდნენ მას და ამ პროცესში, ხშირად, საკუთარ მიკერძოებულობასაც ავლენდნენ. ინსტალაციის ოსტატი ფრედ უილსონი (Fred Wilson, d. 1954) ყველაზე მეტად თავისი ინტერვენციონისტული ნამუშევრით - მუზეუმის წიაღში (1992) არის ცნობილი. ამ ნამუშევრით მან მთლიანად გარდაქმნა ბალტიმორის ისტორიული საზოგადოების კოლექცია. უილსონმა მუზეუმის საცავების "მოძიება" დაიწყო და აღმოაჩინა, რომ ექსპოზიციაში წარმოდგენილი ნამუშევრები მხოლოდ თეთრკანიანთა ისტორიას ასახავდა, მაშინ როდესაც აფრო-ამერიკელთა ისტორიასთან დაკავშირებული მრავალი ნიმუში საცავებში იყო გადანახული. ამ ნიმუშთაგან მრავალი ხელოვანმა მუზეუმის ძირითად გამოფენაში "ჩართო", მათ შორის იყო ისეთი ამაღელვებელი ნივთებიც, რომლებსაც აფრო-ამერიკელი მონების დასასჯელად იყენებდნენ. ასეთნაირად უილსონმა მთლიანად უცვალა სახე ისტორიას, რომელიც თავდაპირველ ექსპოზიციაში იყო მოთხრობილი. 2003 წლის ვენეციის ბიენალეზე უილსონმა (ის ამერიკის შეერთებული შტატების სახელით იღებდა გამოფენაში მონაწილეობას) წარმოადგინა მრავალნაწილიანი ინსტალაცია - მიწოდეთ იგი, რაცა ვარ მე, რომელიც ვენეციაში მოხვედრილი აფრიკელების ისტორიაზე იყო ფოკუსირებული. ინსტალაცია შეიცავდა ვენეციაში, საუკუნეების მანძილზე წარმოებული, ე.წ. მურანოს მინისგან დამზადებულ რამდენიმე შავ ქანდაკებას, რომლებიც შავ-თეთრი ფილებით მოპირკეთებულ ოთახში იყო მოთავსებული. ოთახის კელდები დაფარული იყო გრაფიტებით, რომლებიც აფრო-ამერიკელი მონების ისტორიის ფრაგმენტებს მოგვითხრობდა. უკანა პლანზე დამონტაჟებულ ეკრანზე გადიოდა ვიდეო ინსტალაცია შექსპირის ტრაგედიიდან ოტელო. ნამუშევრის სათაური მიწოდეთ იგი, რაცა ვარ მე ოტელოს სიტყვებია, რომლებსაც მავრი შექსპირის პიესაში წარმოთქვამს. უილსონის ინსტალაციის კიდევ ერთი ნაწილი - სიკვდილის ჭაღი ასევე მურანოს მინისგან იყო დამზადებული, მაგრამ მთელს ქალაქში მბრწყინავ-მოციალე ვენეციური მინის ჭაღებისგან განსხვავებით, მასში სწორედ სიშავე იყო საგანგებოდ ხაზგასმული. უილსონის სათაური, რომელიც Memento Mori-ს ან Vanita მხატვრობას მიგვანიშნებს, შეგვახსენებს, რომ სიკვდილი ყველა ჩვენთაგანის ხვედრია და რომ ვენეციის სავაჭრო სიმძლავრე აფრიკელი მშრომელების მხრებზე იდგა და მათი სიცოცხლის ფასად იქნა მიღწეული.

[რედაქტირება] წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები