მორფევსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: [[ფაილი:Morfevsi.jpg|thumb|'''მორფევსი''' <br />ჟ. გუდონის ქანდაკება. მარმარილო (...) |
17:46, 3 ნოემბერი 2016-ის ვერსია
მორფევსი – (ბერძნ.) სიზმრის ღმერთი. ძილის ღვთაება ჰიპნოსის ძე.
ანტიკურ ხელოვნებაში მორფევსს წარმოსახავდნენ ფრთაშესხმულ მოხუცად, რომელსაც სხვადასხვა სახის მიღება ძალუძდა (ბერძნული სიტყვა „მორფე“ ასევე ითარგმნება: „სახე“, „ფორმა“). იგი ძილში ეცხადებოდა ხოლმე ადამიანებს. მითოსის გავრცელებული ვერსიის თანახმად, ჰიპნოსს სამი ძე ჰყავდა. მათგან მხოლოდ მორფევსს შეეძლო ადამიანური სახის მიღება. დანარჩენები ცხოველებისა და ბუნების მოვლენებს ბაძავდნენ.