პირწმინდა
(→წყარო) |
|||
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
[[კატეგორია:მცენარეები]] | [[კატეგორია:მცენარეები]] | ||
[[კატეგორია:ტუჩოსნები]] | [[კატეგორია:ტუჩოსნები]] | ||
| − | |||
[[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]] | [[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]] | ||
| + | [[კატეგორია:მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეები]] | ||
11:53, 24 მაისი 2019-ის ვერსია
პირწმინდა – (Ajuga genevensis L.); ოჯახი: ტუჩოსნები (Lamiaceae). მრვალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღეროს ძირში მხოხავი ყლორტები არ აქვს; ღერო 10-50 სმ სიმაღლისაა, სწორად მდგომი ან ძირთან წამოწეული. ზედა ნაწილში, ძირითადად, ბეწვით არის შემოსილი. ფესვთანური ფოთლები მოგრძო-ნიჩბისებურია ან უკუკვერცხისებური. კიდეები მსხვილმრგვალკბილაა, ზოგჯერ კიდემთლიანი, სიგრძით 4-12 სმ და სიგანით 2-5 სმ. ყვავილობის დროს ფოთლები მეტწილად ხმება. ღეროსეული ფოთლები მოგრძოა, უკუკვერცხისებური. გვირგვინი ცისფერია, იშვიათად – თეთრი ან ვარდისფერი, 12-18 მმ სიგრძის. გარედან ოდნავ შებუსულია. მტვრიანები გრძელია და გვირგვინის მილიდან ამოყოფილი. ყვ. ნაყ. IV-IX. კახეთში ყველაზე ფართოდ გავრცელებული სახეობაა Ajuga-ს გვარიდან. იზრდება ტყეებში, ბუჩქნარებში, ტყის პირას მდელოებზე, მდინარეთა ნაპირებზე, შედარებით იშვიათად – სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში. დაბლობიდან მთის ზედა სარტყლამდე. ნახვა, პრაქტიკულად, ყველგან არის შესაძლებელი.