დოლი
| ხაზი 14: | ხაზი 14: | ||
[[კატეგორია:ეთნოგრაფია]] | [[კატეგორია:ეთნოგრაფია]] | ||
[[კატეგორია:მუსიკალური საკრავები]] | [[კატეგორია:მუსიკალური საკრავები]] | ||
| + | [[კატეგორია:დასარტყამი საკრავები]] | ||
12:50, 24 მაისი 2019-ის ვერსია
დოლი - დასარტყამი ინსტრუმენტი. აქვს ცილინდრული კორპუსი, რომლის ორივე მხარეზე ტყავია გადაკრული და დამაგრებულია თასმებით. ტრაფარეტული ზომები არ გვხვდება. კორპუსის სიმაღლე ისე შეეფარდება ზედაპირის დიამეტრს, როგორც 3:1. უკრავენ ხელებით ან პატარა ჯოხებით, რომლებსაც ზოგჯერ გაგანიერებული ბოლო აქვთ. დაკვრის დროს დოლი შემსრულებელს უჭირავს მარცხენა იღლიის ქვეშ. ჯოხებით დაკვრის შემთხვევაში ერთ ჯოხს საკრავის ერთ მხარეს ურტყამენ, მეორე ჯოხს - მეორე მხარეს. დაკვრის ასეთი წესი უფრო ხშირად გურიასა და აჭარაშია გავრცელებული.
დოლის ძირითადი დანიშნულებაა ცეკვის თანხლება, მისი მეტრისა და რიტმის ხაზგასმა. მასთან ერთად ზოგჯერ ერთიანდება რომელიმე ერთი საკრავი - სალამური, ჭიბონი, ჩონგური. დოლის ტიპის საკრავი ქართული წერილობითი წყაროების მიხედვით შუა საუკუნეებში იყო დაფდაფი.
ლიტერატურა
გრ. ჩხიკვაძე, ქართველი ხალხის უძველესი სამუსიკო კულტურა, 1948. ივ. ჯავახიშვილი, ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები, 1938. მ.შ.