დაფქვიაშვილი თამარ
| ხაზი 17: | ხაზი 17: | ||
[http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00005113/ დაფქვიაშვილი თამარ] | [http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00005113/ დაფქვიაშვილი თამარ] | ||
[[კატეგორია:პიანისტები]] | [[კატეგორია:პიანისტები]] | ||
| + | [[კატეგორია:ქართველი პიანისტები]] | ||
15:35, 24 მაისი 2019-ის ვერსია
დაფქვიაშვილი თამარ ვლადიმერის ასული - (21. XII. 1908, თბილისი, – 5. II. 1992, იქვე), პიანისტი და პედაგოგი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1966).
1929 დაამთავრა თბილისის კონსერვატორიის საფორტეპიანო განყოფილება (ხელმძღვანელი პროფესორი ა. თულაშვილი). 1932-35 ოსტატობას სრულყოფდა ლენინგრადის კონსერვატორიაში ლ. ნიკოლაევისა (ფორტეპიანო) და ე. ბრიკ-ირადოვას (კამერული ანსამბლი) კლასებში. 1929-იდან მუშაობდა თბილისის კონსერვატორიაში (პროფ. 1966), მისი მოწაფეებია: ვ. ჩაჩავა, ნ. კვირკველია, და სხვ. დაფქვიაშვილი ეწეოდა აქტიურ საშემსრულებლო მოღვაწეობას. პირველმა ჩაატარა საქართველოში სონატური კონცერტების ციკლი (ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის), იგი ავტორია „უცხოურ-ქართული „მუსიკალური ტერმინოლოგიისა“ (1948), „მუსიკალურ ტერმინთა ლექსიკონისა“ (1955), მეთოდიკური და მემუარული ხასიათის ნაშრომებისა.
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")
