ზაალიშვილი თენგიზ
(→იხილე აგრეთვე) |
|||
| ხაზი 16: | ხაზი 16: | ||
[http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00005232/ თენგიზ ზაალიშვილი] | [http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00005232/ თენგიზ ზაალიშვილი] | ||
| − | [[კატეგორია:ფოლკლორისტები]] | + | [[კატეგორია:ქართველი ფოლკლორისტები]] |
[[კატეგორია:ქართველი ვოკალისტები]] | [[კატეგორია:ქართველი ვოკალისტები]] | ||
[[კატეგორია:საქართველოს სსრ სახალხო არტისტები ]] | [[კატეგორია:საქართველოს სსრ სახალხო არტისტები ]] | ||
[[კატეგორია:ქართული მუსუკის ისტორია]] | [[კატეგორია:ქართული მუსუკის ისტორია]] | ||
[[კატეგორია:თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტები]] | [[კატეგორია:თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტები]] | ||
14:43, 29 მაისი 2019-ის ვერსია
ზაალიშვილი თენგიზ დიმიტრის ძე - (22. IX. 1928, თბილისი), ქართველი მომღერალი, ლირიკული ტენორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1985).
1957 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (ს. ინაშვილის კლასი). ზაალიშვილის დებიუტი შედგა 1958 თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე. (ალფრედი, ჯ. ვერდის „ტრავიატა“). აქვე შეასრულა მრავალი წამყვანი პარტია ქართველ, იტალიელ, რუს და სხვ. კომპოზიტორთა ოპერებში. კონცერტები აქვს გამართული საზღვარგარეთის ქვეყნებში. წლების მანძილზე ზაალიშვილი მოღვაწეობდა ხალხური სიმღერის ანსამბლებში. იყო ხალხური ანსამბლ „ფიროსმანის“ წევრი. ამ ანსამბლთან ერთად შემოიარა ევროპის მრავალი ქვეყანა და აშშ. იგი ანსამბლის სხვა წევრებთან ერთად არჩეულია ქ. ატლანტის საპატიო მოქალაქედ (1985). ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას.
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")
