მიკირტუმოვი ბაგრატ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 12: ხაზი 12:
 
==იხილე აგრეთვე==
 
==იხილე აგრეთვე==
 
[http://www.nplg.gov.ge/bios/ka/14183/ ბიოგრაფიული ლექსიკონი]
 
[http://www.nplg.gov.ge/bios/ka/14183/ ბიოგრაფიული ლექსიკონი]
 +
[https://civiledu.wordpress.com/2019/06/04/%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%98-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9A/ მიკირტუმოვი ბაგრატ ბადალის ძე]
  
 
==წყარო==
 
==წყარო==

15:04, 4 ივნისი 2019-ის ვერსია

ბაგრატ მიკირტუმოვი

მიკირტუმოვი ბაგრატ ბადალის ძე - (1869, სოფ. შინიხი, ბორჩალოს მაზრ. - ?) - სოციალ-დემოკრატი ინტერნაციონალისტი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი. ეროვნებით სომეხი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა გლეხის ოჯახში. განათლება ოჯახში მიიღო. 1903-1916 წლებში მუშაობდა ქართულ გამომცემლობათა ამხანაგობის სტამბაში, სადაც ისწავლა ქართული წერა-კითხვა, აქედანვე ჩაერთო პოლიტიკურ საქმიანობაში სოციალ-დემოკრატიული პარტიის სასარგებლოდ. მისივე აღნიშვნით, სტამბაში მუშაობამ მის მსოფლმხედველობაზე დიდი გავლენა მოახდინა. 1907-1917 წლებში მუშაობდა პარტიის სახალხო უნივერსიტეტის გამგეობის სამეურნეო სექციაში და სხვადასხვა პარტიულ კომისიებში. 1912 წელს მონაწილეობდა სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში თბილისის გუბერნიის მუშების ამომრჩევლად. არჩევნებში მუშათა ხმა მისცა კარლო ჩხეიძეს. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდში ეწეოდა აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას. 1918 წელს იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს წევრი. შედიოდა ეროვნული საბჭოს სოციალ-დემოკრატთა ფრაქციაში. საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ ცნობები არ მოიპოვება.

ირაკლი ირემაძე

ლიტერატურა

სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 107, 109, 119, 121.

იხილე აგრეთვე

ბიოგრაფიული ლექსიკონი მიკირტუმოვი ბაგრატ ბადალის ძე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები