ნავსიკაა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ნავსიკაა''' – ''(ბერძნ.)'' ფეაკთა მეფის, ალკინოოსისა დ...)
 
ხაზი 9: ხაზი 9:
 
ოდისევსისა და ნავსიკაას შეხვედრამ, ჰომეროსის პოემის ამ ერთ-ერთმა ულამაზესმა ეპიზოდმა, მწერალთა და მხატვართა ყურადღებაც მიიპყრო. ცნობილია,
 
ოდისევსისა და ნავსიკაას შეხვედრამ, ჰომეროსის პოემის ამ ერთ-ერთმა ულამაზესმა ეპიზოდმა, მწერალთა და მხატვართა ყურადღებაც მიიპყრო. ცნობილია,
 
რომ სოფოკლეს ამ თემაზე დაუწერია ტრაგედია, რომელმაც ჩვენამდე ვერ მოაღწია.
 
რომ სოფოკლეს ამ თემაზე დაუწერია ტრაგედია, რომელმაც ჩვენამდე ვერ მოაღწია.
 +
 +
  
  

17:05, 7 ნოემბერი 2016-ის ვერსია

ნავსიკაა(ბერძნ.) ფეაკთა მეფის, ალკინოოსისა და არტეს მშვენიერი ასული.

მას ჰომეროსის „ოდისეაში“ ვხვდებით პირველად: როდესაც ოდისევსი ნიმფა კალიფსოს კუნძულს დატოვებს და მშობლიური ნაპირებისაკენ გაემართება, პოსეიდონი ზღვას ააღელვებს. ოდისევსის ტივი დაიშლება. ზვირთები გმირს ფეაკების კუნძულ სქერიაზე გარიყავენ. ძალგამოცლილს და სასომიხდილს ზღვის ნაპირთან ჩაეძინება. ამასობაში ქალღმერთი ათენა სიზმარში გამოეცხადება ნავსიკაას და ჩააგონებს, მეგობარ გოგონებთან ერთად ზღვის ნაპირისაკენ გაემართოს ტანსაცმლის გასარეცხად. ქალიშვილების მხიარულ ხმაზე გამოფხიზლდება ოდისევსი. ნავსიკაას მოეწონება ეს მშვენიერი მამაკაცი, ტანს შეუმოსავს და სახლისაკენ წარუძღვება. იმედი ჰქონდა მეფის ასულს, რომ ოდისევსი მისი მეუღლე შეიქნებოდა. როდესაც იგრძნო, თუ როგორ სურდა გმირს სამშობლოში დაბრუნება, სიყვარულით დაემშვიდობა და ისღა სთხოვა, არასოდეს დავიწყებოდა, ვინც დაღუპვას გადაარჩინა. გვიანი ხანის თქმულებები ნავსიკაას ტელემაქოსთან შეაუღლებენ.

ოდისევსისა და ნავსიკაას შეხვედრამ, ჰომეროსის პოემის ამ ერთ-ერთმა ულამაზესმა ეპიზოდმა, მწერალთა და მხატვართა ყურადღებაც მიიპყრო. ცნობილია, რომ სოფოკლეს ამ თემაზე დაუწერია ტრაგედია, რომელმაც ჩვენამდე ვერ მოაღწია.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები