ალცჰაიმერის დაავადება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 7: ხაზი 7:
  
  
 
+
==იხილე აგრეთვე==
 +
[[პრესენილური და სენილური დემენცია]]
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
[[ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები]]
 
[[ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები]]
 
[[კატეგორია:ალცჰაიმერი]]
 
[[კატეგორია:ალცჰაიმერი]]

16:18, 11 ივნისი 2019-ის ვერსია

დაავადება, ალცჰაიმერის - (Alzheimer disease), უცნობი ეტიოლოგიის, თავის ტვინის პირველადი დეგენერაციული დაავადება, დამახასიათებელი ნეირომორფოლოგიური და ნეიროქიმიური ნიშნებით, თავის ტვინის ქერქის ატროფიის, ნეიროფიბრილარული გორგლების და ნევროტული არგენტოფილური ფოლაქების ჩათვლით. აგრეთვე დამახასიათებელია ფერმენტ ქოლინაცეტილტრანსფერაზის, აცეტილქოლინის და სხვა ნეიროტრანსმიტერებისა და ნეირომოდულატორების შემცველობის გამოხატული დაქვეითება.

ჩვეულებრივ, დაავადება იწყება შემპარავად, ვითარდება ნელა, მაგრამ მაინც პროგრესირებს რამდენიმე წლის მანძილზე. მოგვიანებით, კერძოდ, 65 წლის ზევით (ტიპი 1) დაწყებული შემთხვევებისათვის დამახასიათებელია ნელი პროგრესირება, ხოლო ძირითადი სიმპტომის როლში მეხსიერების დარღვევა გვევლინება;

65 წლამდე (ტიპი 2) დაწყებულ შემთხვევებში შეინიშნება შედარებით სწრაფი მიმდინარეობა, უმაღლესი ქერქული ფუნქციების მრავლობითი, გამოხატული დარღვევებით. დაავადება პირველად აღწერა ალცჰაიმერმა (1864-1915), სახელწოდებით „პრესენილური დემენცია“ (presenil dementia).


იხილე აგრეთვე

პრესენილური და სენილური დემენცია

წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები