ხულუგო
(ახალი გვერდი: '''ხულუგო''' - რბილი ხორბლის ეს ჯიში ეკოლოგიური ...) |
|||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
+ | [[ფაილი:Xulugo.jpg|thumb|''ხულუგო''']] | ||
'''ხულუგო''' - [[რბილი ხორბალი|რბილი ხორბლის]] ეს ჯიში ეკოლოგიური ნიშან-თვისებებით ძალიან ახლოს დგას „[[იფქლი|იფქლის]]“ ფორმებთან. ის „იფქლის“ უფხო ანალოგია. | '''ხულუგო''' - [[რბილი ხორბალი|რბილი ხორბლის]] ეს ჯიში ეკოლოგიური ნიშან-თვისებებით ძალიან ახლოს დგას „[[იფქლი|იფქლის]]“ ფორმებთან. ის „იფქლის“ უფხო ანალოგია. | ||
17:08, 7 ნოემბერი 2016-ის ვერსია
ხულუგო - რბილი ხორბლის ეს ჯიში ეკოლოგიური ნიშან-თვისებებით ძალიან ახლოს დგას „იფქლის“ ფორმებთან. ის „იფქლის“ უფხო ანალოგია.
ლ. დეკაპრელევიჩი (1938) თავის შრომაში - „შოთა რუსთაველის ეპოქის მინდვრის უმთავრესი კულტურები“ - ამ ხორბლის არსებობას XII ს.-ში მიუთითებს.
ხულუგოს ახასიათებს მაღალი, სწორმდგომი, ფართოფოთლოვანი ღერო, უხვმოსავლიანია; შემოდგომით დათესვისას უკეთეს შედეგს იძლევა, არ წვება; განსაკუთრებით გამძლეა ყვითელი ჟანგას მიმართ.
XIX ს.-ის მონაცემებით, ხულუგო მოჰყავდათ ლეჩხუმსა და რაჭაში; XX ს.-ის 20-60-იან წლებშიც მისი გავრცელების ძირითადი რეგიონი რაჭა-ლეჩხუმი იყო.
ჯიშის ადგილობრივი სახელწოდებებია: „რაჭულა“, „ხოტორა“ და სხვ. ხულუგო მსხვილმარცვლიანი, დიდთავთავიანი, მაღალმოსავლიანი ჯიშია. მისი მარცვლის ფქვილისაგან ცხვება გემრიელი, თეთრი, ძარღვიანი პური
წყარო
პური ჩვენი არსობისა: წიგნი II /საქართველო სამიწათმოქმედო კულტურის უძველესი კერა/,-ავტ: ფრუიძე ლევან, მაისაია ინეზა, სიხარულიძე შალვა, თავართქილაძე მაია. თბილისი: პალიტრა L, -2016