ნამუ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ნამუ''' – ''(შუმ.)'' პირველარსებული წყლის სტიქიონის პერსონიფიკ...) |
17:35, 7 ნოემბერი 2016-ის ვერსია
ნამუ – (შუმ.) პირველარსებული წყლის სტიქიონის პერსონიფიკაცია, ზღვაური ქალღმერთი, „უსძლო“ და უქორწინებელი, რომლის საშოში მოქცეული იყო ჯერ კიდევ განუწვალებელი ცა და მიწა, ანუ მთელი სამყარო ქაოტურ მდგომარეობაში. აქედან მისი ეპითეტი – „მშობელი დედა ცისა და მიწისა“, მეორე ეპითეტი – „წინაპარი დედა, მშობელი ურიცხვი ღმერთისა“ ნამუს თეოგონიურ ასპექტს წარმოგვიდგენს. შუმ. ტექსტებში არ არის შემონახული ნამუს კოსმოგონიური ღვაწლის ამსახველი სიუჟეტი.