ფონოლოგიური აშლილობა
(→წყარო) |
|||
| ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
* [[ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში]] | * [[ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში]] | ||
[[კატეგორია:მეტყველების აშლილობა]] | [[კატეგორია:მეტყველების აშლილობა]] | ||
| + | [[კატეგორია:ბავშვთ ფსიქიატრია]] | ||
10:37, 4 ივლისი 2019-ის ვერსია
ფონოლოგიური აშლილობა - (phonological disorder), მეტყველების არტიკულაციის აშლილობის დროს გამოყენებული არაზუსტი ტერმინი, რომელიც ხაზს უსვამს ახალ ფონემათა შეძენის პროცესის დარღვევას ძირითადი კლინიკური ნიშნის სახით. (ჯმო-ს ფსიქიატრიის ლექსიკონები)
ამ მდგომარეობის დროს, საუბრისას, ბგერების გამოყენების სიზუსტე ბავშვის მენტალურ ასაკთან შედარებით ნორმაზე დაბალია, მაგრამ, სხვა მხრივ, მეტყველება ნორმალურია.4 წლამდე ბგერების გამოთქმის შეცდომები ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ 7 წლისთვის ბგერათა უმრავლესობის წარმოთქმა სწორად უნდა ხდებოდეს. 12 წლისთვის კი ყველა ბგერა უშეცდომოდ უნდა გამოითქვას. არტიკულაციის პრობლემების მქონე ბავშვები უშვებენ ისეთ შეცდომებს, რომ მათი მეტყველების გაგება შეუძლებელია. ისინი ვერ წარმოსთქვამენ, ცვლიან ან ტოვებენ გარკვეულ ბგერებს. მეტყველების დარღვევების შეფასებისას, სათანადოდ უნდა გავითვალისწინოთ რეგიონისთვის დამახასიათებელი დიალექტი. ძირითადად რთულდება იმ ბგერების გამოთქმა, რომლებიც ნორმალური განვითარების დროს მოგვიანებით ისწავლება (l, r, s, z, ch და th ინგლისურ ენაში).
გავრცელება
გავრცელების სიხშირე დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის ხდება მეტყველების დარღვევების გამოვლენა. ამერიკის ფსიქიატრიული ასოციაციის მონაცემებით (American Psychiatric Association, 1994a) 6-7 წლის ასაკის ბავშვებში ეს აშლილობა 2-3%-ს აღენიშნება. (ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში)