მოტორული უნარების აშლილობები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
 
ხაზი 11: ხაზი 11:
 
[[კატეგორია:სინდრომები]]
 
[[კატეგორია:სინდრომები]]
 
[[კატეგორია:ბავშვთა ფსიქიატრია]]
 
[[კატეგორია:ბავშვთა ფსიქიატრია]]
 +
[[კატეგორია:მოტორული აშლილობა]]

მიმდინარე ცვლილება 14:58, 4 ივლისი 2019 მდგომარეობით

მოტორული უნარების აშლილობები - ზოგ ბავშვს აღენიშნება მოტორული უნარების განვითარების შეფერხება, რის გამოც იგი ხდება მოუქნელი თამაშის ან სკოლაში საქმიანობის დროს. ICD-10-ში ამ აშლილობას ეწოდება მოტორული ფუნქციის განვითარების სპეციფიკური აშლილობა. იგი ცნობილია, როგორც მოუქნელი ბავშვის სინდრომი ან სპეციფიკური მოტორული დისპრაქსია. ბავშვებს შეუძლიათ ნორმალური მოძრაობა-მოქმედებების შესრულება, მაგრამ გამოირჩევიან ცუდი კოორდინაციით. მათ არ აქვთ კარგად განვითარებული ისეთი უნარები, როგორიცაა დამოუკიდებლად ჩაცმა, სიარული და ჭამა. ისინი ხშირად ამტვრევენ ნივთებს, უჭირთ ხელსაქმე და თამაშების ორგანიზება. მათ აქვთ წერის, ხატვის და კოპირების სირთულეები. ჩვეულებრივ, ინტელექტის კვლევა გვიჩვენებს კარგ ვერბალურ უნარს, მაგრამ შესრულების მაჩვენებელი დაბალია.

ასეთი ბავშვები ხვდებიან ფსიქიატრთან მეორადი ემოციური აშლილობების გამო. ამ შემთხვევაში საჭიროა ბავშვს, მის მშობლებსა და პედაგოგებს ავუხსნათ, თუ რა არის ემოციური აშლილობის პირველადი მიზეზი. მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელია სპეციალური სწავლებით. შეიძლება საჭირო გახდეს ბავშვის გათავისუფლება ორგანიზებული თამაშების ან სხვა ისეთი სასკოლო საქმიანობებისგან, რომლებიც საჭიროებენ კოორდინაციას. დროთა განმავლობაში მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება.


[რედაქტირება] წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები