სამკვეთლო
(ახალი გვერდი: '''სამკვეთლო''' – მაგიდა, რომელზედაც მზადდება პური და ღვინო [[ლ...) |
13:06, 8 აგვისტო 2019-ის ვერსია
სამკვეთლო – მაგიდა, რომელზედაც მზადდება პური და ღვინო ლიტურგიისთვის, დგას ტრაპეზის მარცხვნივ. მასზე დგას ბარძიმი – თასი ღვინისთვის, და ფეშხუმი – მაღალ ფეხზე მდგარი პატარა მრგვალი ლანგარი პურისთვის. ეს ჭურჭელი, ჩვეულებისამებრ, ლითონისაა და ხატებითაა შემკული.
სამკვეთლოზე, ასევე, დევს: განსაკუთრებული დანა, რომელსაც ლახვარი ჰქვია და რომელიც ევქარისტიული პურის კვეთისთვის გამოიყენება, კოვზი წმინდა ზიარებისათვის, განსაკუთრებული ქსოვილი – დაფარნა ბარძიმისათვის და ჯვრის ფორმის ვარსკვლავი, რომელიც იჭერს ფეშხუმზე დაფარებულ დაფარნას. ასევე, აქ დევს ღრუბელი და ნაჭერი ბარძიმის გასაწმენდად.
სამკვეთლო, ჩვეულებისამებრ, მორთულია ისე, როგორც ტრაპეზი და მასზე დაბრძანებულია გეთსიმანიის ბაღში მლოცველი მაცხოვრის ხატი: „უკუეთუ შესაძლებელ არს, თანა-წარმხედინ ჩემგან სასუმელი ესე...“. სამკვეთლოში, ასევე, შეიძლება დასვენებული იყოს ხატი ღვთისმშობლისა, რომლის წიაღიდან აღმოყვანილ იყო იესო (ასევე, კვეთის დროსაც აღმოიყვანება ტარიგი), ქრისტეშობის ხატი, ჯვრიდან გარდამოხსნის ხატი.