ვაზის შავი ლაქიანობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „შავი ლაქიანობა (ვაზის დაავადება)“ გადაიტანა გვერდზე „[[ვაზის შავ...)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ვაზის შავი ლაქიანობა“ გადაიტანა გვერდზე „[[შავი ლაქიანობა (ვაზის...)

15:48, 23 აგვისტო 2019-ის ვერსია

შავი ლაქიანობა მტევანზე

შავი ლაქიანობით (ფომფოსისი) - ავადდება ვაზის მიწისზედა ორგანოები: რქები, ყლორტები მუქდება და შავდება, კანი სკდება, ულვაშები ზომაზე მეტად დახვეული და გაშავებულია.

დაავადების გაჩენის პირველი ნიშნების აღმოჩენა შესაძლებელია, როდესაც მცენარეს უკვე აქვს 2-3 ფოთოლი. ფოთლებზე ჩნდება ფერთა მრავალი გარდატეხა – მუქი ყავისფერიდან მომწვანო-მოყვითალო შეფერილობით, რომელთა უფრო დიდი ნაწილი თავმოყრილია მთავარ ძარღვებთან. ფოთოლი დეფორმირება, ყვითლდება და ჩნდება ნახვრეტები.

შავი ლაქიანობა მტევანზე

მწვანე ყლორტები გაზაფხულისთვის იწყებს შავი ლაქების გაჩენას (3-5 ფოთლის ფაზაში), როცა მწვანე ყლორტებზე ლაქები ერთდება და შავდება, მაშინ შეიძლება ყლორტი გახმეს. დაავადება იწვევს ასევე ყლორტის გაუხეშება-გასქელებას, რის შედეგადაც დროთა განმავლობაში იბზარება და იქერცლება.

ნაყოფის დაავადება, ძირითადად, ხდება ყვავილობისას ან ყვავილობის დასრულების შემდეგ, დაზიანებული ადგილები სკდება, ხმება და ცვივა, სიმწიფის პერიოდში კი მარცვალი იწყებს ლურჯად ან ყავისფრად ლპობას.




წყარო

ჟურნალი „აგრო ბაზისი“; 2016, №5. სტატია: „ვაზის აგროტექნიკური ღონისძიებები და მისი ძირითადი დაავადება-მავნებლები“; ავტორი: ვერა შინჯიკაშვილი.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები