შვრიუკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: შვრიუკა '''შვრიუკა''' - ერთწლოვანი მარცვლოვა...) |
17:16, 30 აგვისტო 2019-ის ვერსია
შვრიუკა - ერთწლოვანი მარცვლოვანი სარეველაა და განსაკუთრებული მავნეობით გამოირჩევა. ხასიათდება მძლავრად განვითარებული ფუნჯა ფესვთა სისტემით, რომელიც ნიადაგში 75-170 სმ-მდე ჩადის. გაღივების მინიმალური ტემპერატურაა 6-80 C. ოპტიმალური-20-240. აღმონაცენი ჩნდება აპრილ-ივნისში. ყვავილობს ივნის-სექტემბერში. ნაყოფიანობს ივლის-ოქტომბერში. მაქსიმალური ნაყოფიანობაა 2300 მარცვალი.
ფართოდ გავრცელებული სარეველაა საქართველოს მარცვლეულის რაიონებში, სადაც იგი ასარევლიანებს ძირითადად თავთავიან კულტურებს.
წყარო
ხორბლის მავნებლები დაავადებები, სარეველები და მათ წინააღმდეგ ბრძოლა