მხოხავი ჭანგა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: მხოხავი ჭანგა '''მხოხავი ჭანგა''' - მრავალ...)
 

მიმდინარე ცვლილება 17:29, 30 აგვისტო 2019 მდგომარეობით

მხოხავი ჭანგა

მხოხავი ჭანგა - მრავალწლიანი ფესურიანი სარეველაა მარცვლოვანთა ოჯახიდან. მრავლდება როგორც თესლით, ასევე ვეგეტატიურად, ფესურის გადანაჭერებით. ფესურები ნიადაგში იტოტებიან, ყლორტები მიწისქვეშა კვირტებიდან ფესვიანდებიან და ძლიერ იბუჩქებენ. თესლის აღმოცენების მინიმალური ტემპერატურაა +2-40, ოპტიმალური +20-300. თესლიდან აღმონაცენი და ყლორტები მიწისქვეშა კვირტებიდან ჩნდება მარტ-მაისში. ყვავილობს ივნის-აგვისტოში. ნაყოფიანობა ივნის-აგვისტოში. ერთი მცენარე საშუალოდ იძლევა 19000 თესლს. თესლი გაღივების უნარს ინაჩუნებს 5 წლამდე. იზრდება მშრალ მდელოებზე, ნასვენ მიწაზე, ბაღებსა და ვენახებში. საქართველოში ყველგანაა გავრცელებული.




[რედაქტირება] წყარო

ხორბლის მავნებლები დაავადებები, სარეველები და მათ წინააღმდეგ ბრძოლა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები