ნემეას ლომი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 6: | ხაზი 6: | ||
აღსანიშნავად მან დააწესა [[ნემეური თამაშები|ნემეური ასპარეზობები]], თავად კი მუდამ ამ ლომის ტყავი ჰქონდა მოსხმული. ასე წარმოსახავდნენ | აღსანიშნავად მან დააწესა [[ნემეური თამაშები|ნემეური ასპარეზობები]], თავად კი მუდამ ამ ლომის ტყავი ჰქონდა მოსხმული. ასე წარმოსახავდნენ | ||
მას ანტიკური ხანის მხატვრებიცა და მოქანდაკენიც. | მას ანტიკური ხანის მხატვრებიცა და მოქანდაკენიც. | ||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
17:58, 8 ნოემბერი 2016-ის ვერსია
ნემეას ლომი – (ბერძნ.) შემზარავი ცხოველი, რომელიც არგოლისის ქალაქ ნემეას მახლობლად ბინადრობდა. ქოფაკ ორთროსისა და ექიდნას ნაშიერი, რომლის რვალივით კანი ისხლიტავდა ისარს თუ მახვილს.
ეს მძვინვარე ლომი უმოწყალოდ აჩანაგებდა არგოლისს. მას შიშით ვერავინ ეკარებოდა. მხოლოდ გმირმა ჰერაკლემ შეძლო მასთან შერკინება. ჯერ არაადამიანური დარტყმით გააბრუა იგი, შემდეგ მკლავებში მოიმწყვდია და მოახრჩო. ეს ჰერაკლეს მიერ აღსრულებული პირველი გმირობა იყო. გამარჯვების აღსანიშნავად მან დააწესა ნემეური ასპარეზობები, თავად კი მუდამ ამ ლომის ტყავი ჰქონდა მოსხმული. ასე წარმოსახავდნენ მას ანტიკური ხანის მხატვრებიცა და მოქანდაკენიც.